ნამაზის სახეობები

ნამაზის სახეობები - 570098962557
ნამაზი ძირითადად 3 სახეობად იყოფა: ფარძი, ვაჯიბი და სუნნეთი.
(1).ფარძი ნამაზი
ფარძი ნამაზები 3 სახისაა: ესენია, 1 დღეში ხუთჯერადი ნამაზი. 2 პარასკევის (ჯუმა) ნამაზი და 3 მიცვალებულის განსასვენებლი ჯანაზა ნამაზი

1 დღეში ხუთჯერადი ნამაზი:
ა) დილის ნამაზი 4 მუხლია: ორი სუნნეთი, ორი - ფარძი. თავდაპირველად ილოცება სუნნეთი, შემდეგ - ფარძი.
ბ) შუადღის ნამაზი 10 მუხლია. პირველად 4 მუხლი პირველი სუნნეთი ილოცება, მას მოსდევს 4 მუხლი ფარძი და ბოლოს - ორი მუხლი ბოლო სუნნეთი.
გ) სამხრობის (იქინდი) ნამაზი 8 მუხლია. პირველად 4 მუხლი სუნნეთი სრულდება, შემდეგ კი _ ოთხი მუხლი ფარძი.
დ) საღამოს ნამაზი 5 მუხლია, პირველად ილოცება 3 მუხლი ფარძი, შემდეგ კი ორი მუხლი სუნნეთი.
ე) ძილისწინა ნამაზი (იათსი)10 მუხლია: თავდაპირველად შესასრულებელია 4 მუხლი პირველი სუნნეთი, მას მოსდევს 4 მუხლი ფარძი და შემდეგ 2 მუხლი ბოლო სუნნეთი. ძილისწინა ნამაზის ლოცვის დასრულების შემდეგ 3 მუხლი ვითრი ნამაზი ილოცება. ჯამში დღეში 40 მუხლ ნამაზს ვლოცულობთ

2. პარასკევის (ჯუმა) ნამაზი: პარასკევს, შუადღისას, შუადღის ნამაზის ნაცვლად მეჩეთებში ჯგუფურად ილოცება
3. მიცვალებულის განსასვენებლი ჯანაზა ნამაზი: გარდაცვლილი მუსლიმანისთვის ლოცვა-ვედრებისაგან შედგება. რუქუ და სეჯდე არა აქვს. ფარძი ქიფაიეა

(2) ვაჯიბი ნამაზი:
ა) ყურბან და რამაზან ბაირამების ნამაზები: ბაირამის ნამაზები ორ-ორ მუხლისგან სჰესდგება და ჯგუფურად ილოცება.
ბ) ვითრი ნამაზი: ძილისწინა ნამაზის შემდეგ ილოცება. ვითრი ნამაზის გამოტოვების შემთხვევაში, მისი ანაზღაურება ვაჯიბია.

(3) სუნნეთი ნამაზები:
სუნნეთი ნამაზები არის წმინდა მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს) მიერ ფარძისა და ვაჯიბის გარდა ნალოცი ნამაზები. ზოგი სუნნეთი ნამაზი ექვემდებარება ფარძ ნამაზებს და მათთან ერთად ილოცება, ხოლო ზოგი კი არ ექვემდებარება, დამოუკიდებელია.
1) ფარძზე დაქვემდებარებული: ესენი ის სუნნეთი ნამაზებია, რომლებიც ფარძის წინ ან მომდევნოდ ილოცება
2) ფარძი ნამაზებისგან დამოუკიდებელი სუნნეთი ნამაზები: ამათგან არცერთი არაა ფარძი ნამაზის სუნნეთი. ისინი ცალკეული ნამაზებია. ამ სახის ნამაზთაგან, რომლებსაც წმინდა შუამავალი ლოცულობდა, ზოგიერთი ესენია:
ა) თარავიჰ ნამაზი: რამაზნის თვეში ძილისწინა ნამაზის შემდეგ და ვითრის ლოცვამდე ზოგი გადმოცემის მიხედვით 8 ზოგი გადმოცემის მიხედვით 20 მუხლი სუნნეთი ნამაზია
ბ) თეჰეჯჯუდ ნამაზი (ღამის ლოცვა): ძილისწინა ნამაზსა და დილის ნამაზს შორის სალოცი ორიდან რვა მუხლამდე სუნნეთი ნამაზია.
გ) ქუშლუქ ნამაზი: მზის ამოსვლიდან, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, შუადღის დადგომამდე 1 საათით ადრე დროის მონაკვეთში ორიდან 12 მუხლამდე სალოცავი ნამაზია
დ) ევვაბინ ნამაზი: საღამოს ლოცვის შემდეგ 2-დან 6 მუხლამდე სალოცი ნამაზია.
ე) თაჰიათ ულმესჯიდ ნამაზი: რომელიმე ჯამეში შესვლისას დაჯდომამდე, ჯამისადმი მისალმების გამოსახატავად, ორი მუხლი ნამაზის ლოცვას ჰქვია.

ვის ევალება ნამაზის ლოცვა?

დღეში ხუთი დროის ნამაზი მირაჯის (წმინდა მუჰამმედ შუამავლის (ს.ა.ს) ცად ამაღლების) ღამეს ფარძად დადგენილი ღვთისმსახურებაა. ნამაზი ფარძია ყველა მუსლიმანზე, მასზე, ვინც სრულ ჭკუაზეა და მოწიფულობის ასაკს მიღწეულია.

ნამაზი, ალლაჰის ბრძანებაა. უპირველესად ადამიანმა უნდა იწამო, რომ დღეში ხუთჯერადი ნამაზის ლოცვა ფარძია, ამასთანავე ის, ვისაც ეზარება და არ ლოცულობს, დიდ ცოდვას სჩადის.

ისლამის რელიგიის მიხედვით, ბავშვები ნამაზის ლოცვას პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიონ. წმინდა შუამავალი თანამიმდევრებს ურჩევდა, ბავშვებისათვის ნამაზის ლოცვა 7 წლის ასაკიდან ესწავლებინათ. ხოლო 10 წლის ასაკიდან ნამაზის, სისტემატიურად ლოცვას ბრძანებდა.

შუამავალი ამბობს: ''განკითხვის დღეს მონა-მსახურის განსჯის პირველი საქმიანობა ნამაზია. თუკი ნამაზი სწორად არ ექნება ნალოცი, დაიკარგება და დაზარალდება. (თირმიზი, მევაყით 188).


წყარო: ჩემი სარწმუნოება
http://www.islamicpublishing.net/ana_sayfa.asp?mekan=kitap_listele&azcok=&dil=70&kitapturu=&sirala=sira&sayfa=2


• შემოგვიერთდით ჯგუფში "მე მიყვარს ისლამი"

facebook-ზე
https://www.facebook.com/MeMiqvarsIslami

odnoklassniki-ზე
http://odnoklassniki.ru/group53046554263677

youtube-ზე
http://www.youtube.com/channel/UCdK4_KYfC_0F05b9DULuaDw

Комментарии