Комментарии
- 27 мая 2016 06:43Tea ChemiaVulocavt goragalshi mcxovreb mosaxleobas da sofel nogashi kidev dadebden pativs da aashenebden bags vfiqrob cudi ar iqneba,visac evaleba imas mivmartavt.
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
სოფელი გორმაღალი
:სა რატი
23 წლის შემდეგ – ახალი საბავშვო ბაღი გორმაღალში
მუნიციპლაიტეტის გამგებელმა ვალერი ფოცხვერიამ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმოამდგენლებთან ერთად, დღეს, სამტრედიის ერთ–ერთ მაღალმთიან სოფელ გორმაღალში ახლადგახსნილი საბავშვო ბაღი დაათვალიერა.
სააღმზრდელო დაწესებულება, რომელშიც 27 აღსაზრდელი ირიცხება, გორმაღლის ადმინისტრაციულ შენობაში გაიხსნა და მას მთლიანად მეორე სართული დაუთმეს. სოფელს საბავშვო ბაღი 23 წელია არ ჰქონია და ადგილობრივი მცხოვრებლები ბაღის გახსნას დიდი ხანი ითხოვდნენ. მოსახლეობის სათხოვარს გამგებლის წარმომადგენელი გორმაღლის თემში, ხათუნა ლებანიძე ხელისუფლებასთან ყოველთვის აჟღერებდა. სწორედ მისი და საკრებულოს წევრის გორმაღლის თემიდან, გრიგოლ ჩიგოგიძის ძალისხმებვით, მუნიციპალიტეტის გამგებლის, ვალერი ფოცხვერიას და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, გორმაღლელებს დიდი ხნის ოცნება აუხდათ. ფოტო
ადმინისტრაციული შენობა, სადაც ბაღია განთავსებული, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ახლახანს გარემონტდა. ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ადგილობრივი ხელისუფლების გარდა გორმაღელელი ბიზნესმენი, ედემი ბოცვაძე აქტიურად იყო ჩართული. თავისი წვლილი შეიტანეს ადგილობრივებმაც. მათ ბაღისთვის პიანინო და ჭურჭელი შეიძინეს.
როგორც ჩვენთან საუბარში გამგებლის წარმოამდგენელმა გორმაღლის, თემში ხათუნა ლებანიძემ აღნიშნა, ,,სოფელი წლებია ითხოვს ბაღის გახსნას, თუმცა ამაოდ. მოხდა სასწაული და გვეღირსა საბავშვო ბაღი. მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმეში მცირედი წვლილიც კი შეიტანა.“ ფოტო
მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალერი ფოცხვერია– „წლევანდელი წლის ერთ–ერთი პრიორიტეტი მოგეხსენებათ, რომ სწორედ ბაღებია. ბაღის და სკოლის არსებობა სოფელში ყველაზე მთავარია, რომ შევინარჩუნოთ მოსახლეობა. იმ პრინციპით, რომ სოფლებში ადამიანები გამაგრდნენ, ყველაფერი გაკეთდება. დაახლოებით 8 სოფელი საჭიროებს ბაღს. შეძლებისდაგვარად, არაერთ სოფელში გაიხსნება საბავშვო ბაღი.“
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ძიძიგური–„ჩვენი პრიორიტეტია ბავშვები და მოამავალი თაობა, რომლის ხელშია ეს ქვეყანა. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენი ყურადღება მათკენ იყოს მიმართული. წინა საკრებულოს დროსაც ითხოვდა ქალბატონი ხათუნა ლებანიძე ბაღის გახსნას სოფელში. შეძლებისდაგვარად ვედექი მხარში მის ამ ინიციატივას. დღეს კი ეს საკითხი მოგვარებულია და სოფელს ბაღი აქვს. ვხედავთ, რომ ყველანი გახარებულები არიან.“
ახლად გახსნილი ბაღი აკურთხა და პატარები დალოცა ილია წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, მამა დავითმა.
წყარო http://samtredia.com.ge/index.php?p=./news_new/text_3/022