რამდენჯერ დავიწყეთ, რამდენჯერ დავამთავრეთ,

რამდენჯერ აგვერია გზები,
ასჯერ გაგაბრაზე, ასჯერ გამაბრაზე_
მაინც ერთმანეთს ვერ ვწყდებით.
სუნთქვაშეკრული და გრძნობაარეული
ყველგან, ყველაფერში გეძებ,
რამდენჯერ ავუკრძალე ჩემ თავს შენი თავი
და მაინც უშენოდ ვერ ვძლებ.
ჩემში ისე დაჰქრის შენი მონატრება
ყველას და ყველაფერს ფანტავს,
არ ვიცი სად ვარ და არ ვიცი ვინა ვარ_
ჩემ თავს შენზე ფიქრში ვკარგავ.
მინდა ყოველ დილით მზესავით მათბობდე,
კოცნით ამიხილო თვალი,
მთელი დღის ნაფერებს
ღამითაც არ მთმობდე,
არ მომრჩე არც ერთი წამი.
შენს სითბოს ჩემს გულში სათუთად ვინახავ,
შენს ღიმილს, შენს ნაკვთებს სახის,
სხეულის ყოველი უჯრედით მიყვარხარ
და გულის ყოველი დარტყმით
მეგი კაკაბაძე
და-ნა

Комментарии