3 მარტი დედის დღე დედისადმი პატივსიცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა..
მივულოცოთ და მოვეფეროთ ყველა დედას!
ხშირად ვამბობთ ხოლმე, ,,რად უნდა სიყვარულს დღე, თუ გიყვარს ყველა დღე სიყვარულისაა,, ,,დედა ხომ ყოველდღე საყვარელია,,. მართალია, დედა ყოვეთვის საყვარელია, მაგრამ, აბა ვაღიაროთ, რამდენი ასეთი დღე გავიდა, რომ დედას არ მოვფერებივართ? რამდენი ხნის წინ ვუთხარით ბოლოს დედას, რომ გვიყვარს და გვეამაყება? 3 მარტი კი სწორედ ის დღეა, ის შანსია, როცა დედებს კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ იმ დიდ სითბოს და სიყვარულს, რომელიც სწორედ მათ შექმნეს ჩვენში. ქალი მაშინ კი არ ხდება დედა, როდესაც შვილი ეყოლება, არამედ მაშინ, როდესაც დედობა გაიღვიძებს ქალში. ამიტომ, მივულოცოთ მომავალ დედებსაც, მითუმეტეს თუ უკვე არიან იმ დიდი გძნობის მატარებლები, რასაც დედობა ჰქვია.
პირველ რიგში, დედაჩემს მივულოცავ ამ დღეს. შემდეგ ვულოცავ ყველა დედას, მომავალს თუ უკვე გამხდარს. ჩვენს გვერდით მყოფს თუ იმ ქვეყნიდან ჩვენზე მზრუნველს. მოხუცს, ახალგაზრდას..
გილოცავთ და ბედნიერ დედობას გისურვებთ!
ყველაზე ლამაზი,
ყველაზე მშვენიერი დედიკო!!!
*❈*
*❈*
გილოცავთ 3 მარტს!
ბედნიერი დედა ყოფილიყავი
დედა! - ვიტყვით და გულში ინათებს,
დედის სახელი მზით ნაქარგია,
დედა - სინათლე, დედა - სიმართლე,
დედა ყოველი რაც კი კარგია!
დედის,დღეს გილოცავთ!! მსოფლიოს,დედებს!!!!!
მე სალოცავი სამყაროში ვიხილე ერთი,
ის მიმაჩნია შობის დღიდან უკვდავად, ღმერთად,
თუ რამ ტკივილი შევიგრძენი დედამიწაზე,
მუდამ მშველელად თავს მევლება ამ ქვეყნად დედა!
ეს შეუცვლელი, უნაზესი ძლიერი გრძნობა,
დედამიწაზე უფლის მიერ არის მოვლენა,
თუ რამ ძლიერი გამაჩნია და მაბადია,
ეს არის მისგან ჩასახული, ეს არის დედა...
ჩვენ უფლის სახე არ გვინახავს, ის თვითონ გვიცქერს,
ფათერაკის წინ დედის ჩრდილი ჩასაფრებულა,
დედაა ქვეყნად ჩვენი დიდი გზის გამკვალავი,
ყველა დედაში უფლის სახე ჩასახებულა.
მე მიხარია როცა ქალში ამ გრძნობას ვხედავ,
ის ხომ პირმშოსთვის გადმოლახავს უდაბნოს სერებს,
მე მუხლმოყრილი შემოვივლი მთელ დედამიწას
და სამადლობელს მივაგებებ მსოფლიოს დედებსკალთაში თავჩადებულს არ გეშინია,თუ გიჭირს დედა დაგედება სულზე
მალამოთ!ია ამოდის დედის ცრემლზე ბრძენს უთქვამს ესეც,დედის თბილ ხელებს
სხვანაირი მადლი დაჰყვება..."მოგიკვდეს დედა"ამას სხვაგან არსად
ამბობენ,გვგონია დედა არ დაგვტოვებს სულ გვეყოლება!და თუ დაგვტოვა ჰო იმ
დღიდან უცბათ ვბერდებით,დიდი ბავშვები ვრჩებით უკვე ცივ
სამყაროში...მოვასწროთ ყველამ დავიჩოქოთ დედის მუხლებთან,ჩვენი ბავშვობა
დავინახოთ მის ჭაღარაში!
დედავ –– სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ –– სიცოცხლის ბურჯო მაგარო...
http://youtu.be/Kwm82UItXEY
დედის დღეს გილოცავ,ბედნიერი დედა ყოფილიყავი,,,ღვთისმშობლის მადლიანი კალთა გფარავდეს!!!
http://img-fotki.yandex.ru/get/5604/p-lubov.2d/0_506a8_67681f72_XL.jpg