არასდროს დაბრუნდე სადაც არ გელიან

და ნუღარ გაივლი გათელილ ბილიკებს,
ნუ დაელოდები იმას ვინც არ მოვა,
იმას ვინც ვერ გამჩნევს, ან თუნდაც გივიწყებს.
ცხოვრება ომია, შენც უნდა იბრძოლო.
ნუ შეეპუები უგულო სიცივეს,
გთხოვ არ შეგეშინდეს წარსულის აჩრდილის,
ზურგში დანის ჩარტყმას ისევ რომ გიპირებს.
არასდროს ეცადო სხვის კუთვნილს შეეხო,
იცოდე ვერ ზიდავ ამ ტვირთის სიმძიმეს,
შენი ისტორია ისე უნდა წერო,
რომ უკან მოხედვა არასდროს გიჭირდეს.
დროა წამოდექი და გზა გააგრძელე.
გთხოვ ნუ შეეჩვევი დარდსა და ტკივილებს,
საკუთარ იმედში მოძებნე მზის სხივი.
გული კი წარსულზე ნურასდროს იტირებს.
ეცადე ცხოვრება დაიწყო თავიდან,
ოცნებით გულსავსე რომ შესწვდე ცის კიდეს,
გახსოვდეს, დასასრულს საწყისი მოჰყვება
და ის რაც იწყება, ტკივილებს ივიწყებს.
ქეთი ალასანია.

Комментарии