ჯადოსნური სარკე

თავი 14
გათენდა .ნინომ გიოს დახედა სიცხე გაუზომა საჭმელი აჭამა ,წამლები დაალევინა და სხვა პალატების მოსანახულებლად წავიდა.დაჭრილების წამალის მიღების განრიგი შეამოწმა,ზოგს გაუწყრა,ზოგს მიეფერა.ისეთი
გრძნობა ჰქონდა ეს ბავშვები ჩაბარებული ჰყავდა და მათი დედების წინაშე ვალდებული იყო.უეცრად დერეფანში ჩოჩქოლი ატყდა,ექიმები გარეთ გამოვიდნენ.ნინოს გიული ექთანი შეეფეთა ,რომელმაც თვალი აარიდა და დერეფანს აჩქარებული გაუყვა.
--რა მოხდა,რა აურზაურია,ხომ მშვიდობაა?-იკითხა ნინომ.
--თქვენი სოფელი დაუბომბავთ ნინო ,ტყვიავის სასწრაფო დახმარების მანქანებით მოჰყავთ დაჭრილები. ბევრი ხალხი დაღუპულა.ნინოს ყელი გაუშრა,აკანკალდა ,აღარ იცოდა,რა
ექნა. მობილურზე ნომერი აკრიფა და მამას შეეხმიანა. ტელეფონი დუმდა. ისევ აკრიფა რამდენიმე ნომერი,მაგრამ ტელეფონი ავის მომასწავლებლად დუმდა.არც დათიამ უპასუხა და არც კაკომ.ნინოს სუნთქვა შეეკრა და დაბარბაცდა.
--მიშველე გიული არავინ მპასუხობს,მგონი მთელი სოფელი გაწყვიტეს ამ ძაღლისშვილებმა.-ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ნინოს.ამ დროს საავადმყოფოში ,რამდენიმე სასწრაფო მანქანები ხმაურით შემოვიდა,ნინო მიმღების ოთახისკენ გაიქცა.საკაცით დაჭრილები შემოჰყავდათ,
მიმღები დაჭრილი ხალხით აივსო.ნინომ ამდენ დასისხლიანებულ თანასოფლელში ვერავინ იცნო. ისე ერთ დაჭრილს მივარდა .
--ვერ მცნობ მე ხომ ნინო ვარ ნინო ხომ მიცანი?,- დაჭრილი ქალის წინაშე მუხლზე დაეცა ნინო.
--გიცანი ნინო,მე ქსენია ვარ,ამოწყვიტეს მთელი უბანი.
ტიროდა ქალი
--ვინ ქსენია ვინ დაიღუპა?-იკითხა შეშინებულმა ნინომ.
--დოდო,საწყალი ჯიგი,გაიოზ,მისი ცოლი,სკოლის დირექტორი.დათია და ცისანა.თვლიდა დაღუპულებს ქსენია.
--რაო დათია და ქსენია აქ იყვნენ ეხლახან წამოვიდნენ.-ფერი წაუვიდა ნინოს.
--გზაზე ჩამოვარდნილმა ბომბმა იქვე გაათავა ორივე.კაკომ და მამაშენმა ითავეს მკვდრების დამარხვა.მოცდა არ შეიძლება
ყოველ წამს თვითმფრინავები დაფრინავენ,ეშინიათ მკვდრები დაუმარხავები არ დარჩეთ.
ნინო ხმამაღლა ქვითინებდა
--ღმერთო მთავარია ბავშვმა არ გაიგოს,მაგრამ სადამდე დავმალავ.? იქაც უნდა ავიდე, მოხუცებს ვერ მივატოვებ.ნეტავ ბიჭს საბოლოოდღა ენახა მშობლები,მაგრამ ალბათ ,აუცილებელი იყო თორემ ასე ხომ არ აჩქარდებოდნენ .ნინო პალატას მიუახლოვდა. ბიჭები საცოდავი თვალებით უყურებდნენ,მიხვდა მათ ყველაფერი იცოდნენ.. გიო შვილო მე სოფელში მივდივარ შეიძლება ვერ ჩამოვიდე, იმათაც მიხედვა სჭირდებათ, თავს გაუფრთხილდი, ბიჭებო გიოს მიმიხედეთ შვილო ,თუ ჩამოვედი მე მივხედავ თუ ვერ ჩამოვედი თქვენ მიხედეთ.
- ჩვენები დღეს არ ჩამოვლენ ნინო დეიდა?- იკითხა გიომ.
--გიო შვილო არ ვიცი როგორ გითხრა, დღეს დილით სოფელი დაუბედავთ უნდა წავიდე. შენ ხომ იცი როგორ მიყვარდა დათია და ცისანა ,აღარ არიან შვილი თუ ცოცხალი დავრჩი დედობას მე გაგიწევთ ახლა უნდა გამაგრდი შვილი.
გიო ხმამაღლა აღრიალდა.
-- დედი,ჩემო დედი მოსთქვამდა ბიჭი ,როგორ უნდოდა ჩემი კოცნა მე კი უფლება არ მივეცი უკვე დიდი ვარ მეთქი, არა ვარ დედი დიდი, შენი მოფერება მინდა დედა .ტიროდა გიო და მთელი პალატის ბიჯები მოზარე ქალებივით აიყოლა. ნინოს
ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.
-- ვაიმე ვინ დამარხავს იმათ ?შეწყვიტე ტირილი გიომ და წამომოდგომას შეეცადა.
-- ნუ გეშინია შვილი ,კაკოს, თედო ძიას და მამაჩემს უთავიათ მკვდრების დამარხვა გაჩერება არ შეიძლებოდა,
თვითმფრინავები დაფრინავენ უკვე სოფელში და მოხუცებს ვთქვათ ისეთი ამბავია მკვდრები დაუმარხავი არ დაგვრჩესო.შენი გონიერების იმედი მაქვს ახლა მე უნდა წავიდე თუ აღარ გამოვედი ეს ბიჭები მოგხედავენ. თბილისში,ამ მისამართზე მიდი და კოორდინატები დატოვე . მერე თედო პაპას სახლში მიდი ამ მისამართზე. გიოს აკოცა გულიდან ვერცხლის ჯაჭვი მოიხსნა ზედ გასაღები გაუკეთა გიოს გულზე ჩამოჰკიდა.- აბა შენ იცი შვილო ახლა შენი თავი მე უფრო მჭირდება. მოიწმინდა ნინომ ცრემლი და პალატიდან გავიდა. სოფელში მისულს საშინელი ამბავი დახვდა ბირჟაზე ყველა ჩუმად იდგა თავდახრილი და გათავებული .შეამჩნია რომ არხის პირი დანგრეული იყო -ნუთი ამ ხიდს ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ,ნუთუ ამისთვის დასაჯეს ეს სოფელი? -ნინოს ერთი სული მქონდა სახლში მისულიყო და მოხუცები ენახა.უბანში გადაუხვია ქვაზე თავისი ნათლული გიგლა დაინახა ბიჭი თავ დახრილი იჯდა, მიხვდა ბიჭს, რაღაც დიდი საფიქრალი აწუხებდა.
-- შვილო რა მოხდა? შეეკითხა შეშინებული ნინო.
--თქვენ გელოდით ნინო ნათლია მანქანა მჭირდება ლალი დღე-დღეზე იმშობიარებს ოჯახი ვერ გავიყვანე ბავშვებიც აქ მყავს ,კინაღამ გავგიჟდე გორში ჩამყვანინეთ.
-- წამოდი ჩვენთან ბენზინს მოგცემ მანქანა წაიყვანე, გორში აზრი არ აქვს სამშობიარო აღარ მუშაობს პირდაპირ თბილისში წადი. გიგლა მანქანაში ჩაისვა .მოხუცები ეზოში ისხდნენ .ნინოს ისე გაეხარდა მათი დანახვა ტირილი დაიწყოდა ნინო მათ ეფერებოდა ტიროდა
--ჩემო ძვირფასებო როგორ შემეშინდა არასდროს აღარ დაგტოვებთ თქვენთან ვიქნები ჩემო კარგებო. მამა დრო აღარ არის ბენზინი მომიტანე, გიგლას ოჯახი არ გაუყვანია ლალი დღე-დღეზე იმშობიარებს .მოხუცებმა ბენზინი მოიტანეს, გიგლამ მანქანა დაქოქა.
-- გიგლა შვილო ეს ფული გამომართვი, აქ 700 ლარია მეტი არა მაქვს, მშვიდობით მოიხმარე,-გაისტუმრა გიგლა ნინომ.
--Ახლა თქვენ მოგხედავთ, ვინ იცის საჭმელიც არ გიჭამიათ, წამლებიც არ დაგილევია. მოდი ვჭამოთ მერე დათას და ცისანას საფლავზე წამიყვანეთ .ბიჭი კარგად არის ძალიან ინერვიულა, კინაღამ თავი მოიკლა.იქ ჩავაბარე ხალხს თუ ჰოსპიტალი თბილისში გადავა ვუთხარი თბილისში გუჯის სახლში მივიდეს,გასაღები მივეცი, მამიდას მისამართიც. უყვებოდა ნინო გიოს ამბებს მოხუცებს.
-- კარგი გიქნია შვილი გიოსგან მაინც გვექნება გული დამშვიდებული, ახლა მთავარია თორნიკე ვიპოვოთ.სად არის, რას შვება ?ჩაფიქრებულმა ჩაილაპარა თედომ.
--ახლა დავმშვიდდეთ ,ძალები მოვიკრიბოთ,მგონი კარგი ამბავი არ გველის .მაგრად უნდა დავდგეთ ,აბა თქვენ იცით. ჩაილაპარაკა ნინომ და სუფრა გააწყო. მაგიდას მიუსხდნენ უკვე მოსაღამოვებული იყო ,როდესაც ეზოში ვიღაცა დაიძახა
თედომ გარეთ გაიხედა და ანტონა დაინახე .
--ანტონაა ამას,რაღა უნდა? იკითხა გაკვირვებულმა თედომ.
--გახედე მამა .იცოდე ,მე აქ არ ვარ ,არ ამოვსულვარ, თუ მანქანა დაინახა ,უთხარი გიგლას ათხოვა და ის დადისთქო.მე გავალ და მერე გეტყვით ყველაფერს .ნიკო გარეთ გავიდა. --რომელი ხარ ეზოში შემოდი, რომ დაგინახო დაუძახა ნიკომ. --მე ვარ ნიკო ძია ანტონა. გამოეპასუხა ლოთი.
--მერე შემოდი შე კაცო .გასძახა ნიკომ ანტონა ეზოში შემოვიდა, თედო სახლიდან გამოვიდა და კაკლის ქვეშ დაჯდა. --აქა მშვიდობა ერთად ხართ? იკითხა ანტონმა.
-- რა ვქნათ ის გოგო ჰოსპიტალშია, ვეღარ ამოდის ჯობია ერთად ვიყოთ .-უპასუხა ნიკო.
-- რა ,გორში დარჩა ,აღარ გამოვა ?-კვლავ მოიკითხა ნინო ანტონამ.
-- შენ რაში გაინტერესებს, ვინ სად წავა, როდის იყო ნინო ანგარიშს გაბარებ? გაუბრაზდა ანტონას თედო.
--წყნარად იყავი მუხუცო .შენი მილიონერი შვილი წავიდა ,ის მაიორი არსად ჩანს მაშ ვინ უნდა უპატრონოს ამ მიტოვებული ქალს.ნიკო ძია მოვიყვან მანქანას და გორში წამომყევი ნინო ამოვიყვანოთ ,დიდი ხანია ნინოზე ვფიქრობ და გთავაზობთ ცოლად გამომყვეს.უტიფრად მიაჩერდა მოხუცებს ანტონა.
-- რა დღეს არაფერი დალიე , რას ფიქრობ ნინო ზის და შენ გელოდება?- გაბრაზდა ნიკო .
--მაგისი აჯობებს თუ არ იფიქრებს -ჩაიღრინა ანტონამ.
--შე საცოდავ წადი ახლა სახლში.- მშვიდად უთხრა თედომ
--რომ დაგაპატიმრებთ აქ ორივეს ,შენი მილიონერი შვილი კაპიკ-კაპიკ მომცემს თავის ბიზნესს შენი ქალბატონი კი თეთრი კაბით გამომეცხადა. ჩაეცინა ანტონას და ეზოდან გავიდა.- აბა ამაღამ იფიქრეთ.- შემოსძახა ლოთმა მოხუცებს და გზას გაუყვა.
გაგიჟებული და განერვიულებული მოხუცები სახლში შემოვიდნენ .
--რა დღეშია ეს ძაღლიშვილი ,ხედავ რა ჩაუფიქრებია -ვერ წყნარდებოდა ნიკო.
-- ნიკო დაწყნარდი ვინ ოხერია ,რომ დაგვემუქრო მთავარია გოგო მოვარიდოთ .მაგას ჩვენ მიღრწნილი მოხუცები ვგონივართ.ჭკვიანად იყოს თორემ ღორივით გავაგორებ ამ ძაღლი შვილს .-ანერვიულდა თედო.ნინო სამზარეულოდან გამოვიდა.
-- ხომ ხედავთ რა დღეშია, ერთი კვირის წინ ავტობუსში პირდაპირ გასაქანი არ მომცა, გიომ მანქანიდან ჩააგდო .მაშინ მეც დამემუქრა და გიოსაც ეს უბედური მგონი წერამ აიტანა ერთი გაბედო კიდევ მოვიდეს და ნახავ რას ვუზავ, შარშანდელი თოვლივით გავაქრობ, ეგღა მაკლია ამ ღორის შემეშინდეს.- იმუქრებოდა ნინო.
გაგრძელება იქნება
თამარელა/თამარ დანდლიშვილი/.

ჯადოსნური სარკე  - 938129345699

Комментарии