Комментарии
- 3 ноя 2023 08:50გაუქმდა გაუქმდა
️
️
️
️
️
- 3 ноя 2023 13:44gauqmda gauqmda a
️
- 4 ноя 2023 23:43Liana Gigauri
🏻
- 5 ноя 2023 02:12ლანა ლანა
️
️
- 6 ноя 2023 22:32gauqmda gauqmda aVelit gagrdzelebas
- 6 ноя 2023 22:32gauqmda gauqmda a
️
- 7 ноя 2023 01:34✙♥♥ ✙♥♥
️
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
❤ჩემი გული ხარ❤
:mzia kapanadze
როგორ დავივიწყო
თავი 8 (ავტ. მზია კაპანაძე)
ჩორნა გახევებული უყურებდა იას. გაგონილს ვერ იჯერებდა. ბექამ სკამზე მიუთითა, დაჯექიო და თავად მოუყვა ჩორნას იას ამბავი. ამ დროს მეორე თავდამსხმელიც მოსულიყო გონს. იატაკიდან არც ამდგარა, ისე უსმენდა ბექას. ჩორნა გაკვირვებული უსმენდა ბექას. იმ დროს როცა ეს ამბავი მოხდა, მოსკოვში ცხოვრობდა დედასთან და მამასთან ერთად. ამიტომ არც გაუგია ეს ამბავი. იას გაუპატიურების ამბავმა, კი გაცოფებამდე მიიყვანა ბიჭი.
- ეგ არაკაცი. არადა სულ სხვანაირად ყვებოდა ჩვენთან ყველაფერს და ყველას პირობას გვართმევდა, რომ, თუ მას რამე დაემართებოდა, იას არ ვაცოცხლებდით. ამიტომაცაა ასეთი სიტუაცია. მაპატიე დაიკო, არაკაცურად მოვიქეცი. ჯერ სიმართლე უნდა გამერკვია. ისე დედაჩემი და შენ მოგვარეები ხართ. ერთი წუთით, დედა მირეკავს საფრანგეთიდან. ჩორნამ დედას უპასუხა.
- დედი როგორ ხარ შვილო? მოესმა დედის ხმა.
- რავი დე, არამიშავს. ეხლახანს გავიცანი შენი მოგვარე, ია ლაფაჩი.
- ია გაიცანი დედი? ჩვენი ია? ისე იყვირა ქეთიმ, რომ ყველამ გაიგო მისი ხმა და გაოცებით შეხედეს ჩორნას.
- დედა რა ხდება? რას ქვია ჩვენი?
- ხმამაღალზე ჩართე, თუ მანდ სადმე ახლოსაა, გთხოვ. ჩორნამ დედას თხოვნა შეუსრულა.
- ია როგორ ხარ საყვარელო? როგორ მინდა აქ მყავდე და გულში გიხუტებდე, რომ იცოდე.
- დეეე, რა ხდება?
- ნიკა, იას დედა და მე დები ვიყავით. მე მისი უფროსი და ვიყავი. მამაშენს რომ გავყევი, გავიპარე, ჩვენი მშობლები მანქანით გამომეკიდნენ და ავარიაში დაიღუპნენ. მის მერე მთელმა სანათესაომ მომიძულა და გასვენებაშიც არ მომცეს მისვლის უფლება. მე დათო ძალიან მიყვარდა და მისი სიყვარულით ვიტანდი ყველაფერს. ბოლო ორი წელი ნინოს ჩუმად ვეკონტაქტებოდი. მაგრამ ერთ დღეს, კი საშინელება მოხდა და ნინო მომიკლეს. გახსოვს ინფაქტი რომ დამემართა? ეს მაშინ მოხდა. მე რომ ცუდად ვიყავი, შენც მაშინ ჩაეფლე ჭაობში და ციხეშიც ამოყავი თავი.
- ღმერთო, კიდევ კარგი ცოდვა არ ჩამადენინე. მუხლებზე დაემხო ჩორნა.
- ნიკა, ნიკა, რა ცოდვა. რას აპირებდი შვილო? აყვირდა ქეთი.
- არაფერია დედი. არ ინერვიულო გთხოვ.
- დათო ნიკამ ჩვენი ია იპოვა, გესმის, ჩვენი ია. ტიროდა ქეთი. მობილური გამოართვა ცოლს დათომ.
- ნიკა ქეთი მართალს ამბობს?
- კი მამა. ჯერ მოგეკითხე მაინც.
- მომეკითხე? გახსოვს ჩემი პირობა?
- მამა, ხომ იცი...
- მე ის ვიცი რომ წუმპეში ხარ და თავს ვერ იხსნი. მე დავაშავე, მე. მე ვეღარ გიპატრონე როცა საჭირო იყო. ქეთის დავტრიალებდი და ყურადღება ვერ მოგაქციე. ამოიოხრა დათომ.
- მაგისი დრო არაა დათო. ნიკა დამალაპარაკე ია, გთხოვ მინდა მას ვესაუბრო.
- გისმენთ. ია გაოგნებული იყო გაგონილით. კაცი რომელსაც უნდა მოეკლა, მისი დეიდაშვილი ყოფილა. მას დეიდა ყოლია, დეიდა, რომელსაც არ იცნობდა.
- დეიდას სიხარულო და მონატრებავ. როგორ ხარ ჩემო ლამაზო. გია როგორაა.
- გია აღარ მყავს.
- რაა, რა დაემართა გიას, რა. რატომ არ მითხრეს გოგოებმა.
- ვინ გოგოებმა დედი? გაუკვირდა ნიკას.
- მაიამ და მარიმ. 2 კვირის წინ იტალიაში ვნახე ორივე და არ უთქვიათ არაფერი. მათთან კავშირი აღვადგინე ინფარქტის შემდეგ, რომ მოვმჯობინდი. იასთვის და გიასთვის ყოველთვე ვუგზავნიდი მათ 500 დოლარს. რომ არაფერი დაკლებოდათ. სწავლის ფულიც მე გავუგზავნე, რომ ესწავლათ.
- რატომ არაფერს გვეუბნეოდნენ თქვენზე? ისე სულ იმას ამბობდნენ, არაფერზე იფიქროთ, არაფერს გაგიჭირვებთო. ნეტავ მცოდნოდა რომ დეიდა მყავდა, აქ არ გავჩერდებოდი. ატირდა ია.
- ია რა მოხდა შვილო. რამე გიჭირს დეიდა გენაცვალოს? დათო, ბილეთები იშოვე, საქართველოში მივფრინავ სასწრაფოდ. ტიროდა ქეთი. ტიროდა იაც, რომლისთვისაც მოულოდნელი იყო დეიდის პოვნა. დეიდის, რომელიც თურმე სულ ზრუნავდა მასზე. მასთან რომ ყოფილიგო, იქნებ არც გადაეტანათ ამდენი და გიაც ცოცხალი ყოლოდათ. ქეთიმ დროებითო და მობილური გათიშა. ნიკა მიუახლოვდა იას, თმებზე მოდფერა და გულში ჩაიკრა.
- მაპატიე დაიკო, გთხოვ. დღეიდან დამერწმუნე, თითსაც ვერავინ დაგაკარებს უბატონოდ. ამის თავდები მე ვარ. როგორ გაგამწარეს იმ არაკაცის გამო. დღესვე შევაგზავნი ქსივს და ყველას გავაგებინებ სიმართლეს. შენზე ნადირობა კი ეხლავე მოიხსნება. ნიკამ მიხედა ისევ იატაკზე მჯდომარს ნაპარნიკს.
- ყველაფერი ხომ მოისმინე ვოლკ, ხოდა დროა საქმეს მივხედოთ. ჩემს იას რომ რამე დაემართოს, ყველას ამოვხოცავ.
- მოვისმინე და ყურებს არ ვუჯერებ. ვიღაც წაკლას გულისთვის, ოჯახი და შვილები გაწირო? რა მდაბიო კაცი ყოფილა. შენ იყავი იასთან. მე კი წავალ, თუ გამიშვებენ და სასწრაფოდ მივხედავ ამ საქმეს.
- წადი ძმა, წადი. არ დაგავიწყდეს იმის თქმაც, რომ ია ჩემი დაიკოა და მის გამო უკან არაფერზე დავიხევ. ბექა გაუშვებთ ხომ ვოლკს აქედან?
- გავუშვებ, აბა რას ვიზავ. ოღონდ ჯერ ჭრილობას მივხედოთ, თავზე. ექიმს გადაურეკა და შემოდიო უთხრა. ექიმი შემოვიდა იმ ექთანთან ერთად. გოგონა ჩორნას და ვოლკის დანახვაზე გაფითრდა.
- ნუ გეშინია ანი, ბექა ჩვენი ბრალია. ანის შვილის მოკვლით დავემუქრეთ და დავაშინეთ. ჩორნამ ანის გახედა და გაუღიმა.
- არ მომიკლავთ შვილს? ატირდა ანი.
- არც ვაპირებდით, უბრალოდ დაგაშინეთ. ნუ ნერვიულობ. გაეცინა ვოლკსაც.
- წადი ვოლკ, წადი და ყველას გააგებინე, რომ იაზე ნადირობა შეწყვიტონ. მე კი გპირდებით რომ აქ რაც მოხდა, მისთვის არ დაგაპატიმრებთ. ხელი აუწია ბექამ ვოლკს, რომელსაც თავზე ჭრილობა დაუმუშავეს.
- კაცური კაცი ხარ ბექა, მიხარია რომ ჩემს იას უყვარხარ.
- ვუყვარვარ ნიკა?
- კი, დანამდვილებით ვიცი, მაგრამ რაღაც აშინებს. ამ შიშს კი თქვენი სიყვარული დაამარცხებს. გაუღიმა ორივეს, ხელი გადახვია მათ და გულზე მიიკრა.
გაგრძელება იქნება