მე შენ გიპოვე

( რომანი)
თავი 1
ნენე.
-სკოლა დავამთავრე , კარგი მოსწავლე ვიყავი,ისტორია ძალიან მიყვარდა და ამიტომ გადავწყვიტე ისტორიულზე ჩამებარებინა.
-- ორი წელი ვერ ჩავაბარე,რასაც ძლიერ განვიცდიდი. დედა კი სულ მამშვიდებდა.
--ჩემო გოგო,ისტორიულ ფაკულტეტზე მოხვედრა ადვილი არ არის,ალბათ უფრო მეტი მონდომება და მეცადინეობა გჭირდება.. -ეს მეც კარგად ვიცოდი,მაგრამ მაინც გული მტკიოდა. ყველა საგანს ფრიადზე ვაბარებდი აი, უცხო ენას ვერაფერი მოვუხერხე და დამაკმაყოფილებელს ვერ ავცდი.ეს საშინელი დარტყმა იყო ჩემთვის ყოველ წელს, რაც საშინლად მანადგურებდადა და ფიზიკურად მფიტავდა.ბოლოს მამამ აიჩემა სოხუმში ჩამებარებინა,რათა მის გვერდით ვყოფილიყავი,დაიღალა ალბათ მარტოობით. მამაჩემს ვაღმერთებდი , ყველა კაცს მისი საზომით ვზომავდი და ვაფასებდი. ბავშვობიდანვე მორიდებული და მოკრძალებული ვიყავი მიუხედავად იმისა, ყველა პირობა მქონდა იმისთვის, რომ მშობლების საყვარელი, ლაღი გოგონა ვყოფილიყავი მაგრამ , მაინც დედის და ბებოს კალთას გამოკიდებულ გოგოდ ვრჩებოდი. ბავშვობიდანვე და მერეც, როცა გავიზარდე სულაც არ ვთვლიდი,რომ შეიძლებოდა თაყვანისმცემელიც მყოლოდა, თუმცა სხვა არაფერი მაინტერესებდა, ჩემს სამყაროში ვცხოვრობდი. წიგნები, კინო და მათი პერსონაჟები წარმოადგენენ ჩემი ინტერესის სფეროს... როცა შენს ირგვლივ წარმოსახვაში ამდენი გმირია, ძნელი იყო ამ ახლად დავაჟკაცებულ პირტიტველა ბიჭებში ამოგეცნო ის ერთადერთი, რომელზედაც იოცნებებდი და იტირებდი გულაფრთხიალებული.
სამწუხაროდ, არც ვცდილობდი, საამისოდ, რადგან მე ხომ დიდი ხანია მყავდა ,,შეყვარებული"_ ჩემი ისტორია.. კარგად ვიცოდი თუ მე არ ვუღალატებდი, ისიც არასდროს მიმატოვებდა.
სკოლა დავამთავრე და სახლიდან გამოვედი, ბებოს და დედის გადაწყვეტილებით პირველად დავიწყე წვეულებებში და ქორწილებში სიარული და ხმებიც მოვიდა, რომ რამდენიმე ოჯახისთვის სასურველი სარძლოც გახლდით, მაგრამ დედა ფხიზლად იდგა ჩემი გულის სადარაჯოზე და გადაწყვეტილი ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ინსტიტუტის ოჯახის კარები უნდა შემეღო და ისტორიას უნდა გავყოლოდი ცოლად (ეს ხუმრობით რა თქმა უნდა). დედას, არც მამა ჩამორჩებოდა, მის ოცნებას, სტუდენტი გავმხდარიყავი, წინ ვერაფერი დაუდგებოდა, რაც შეეხება მოტაცებას და გადაკიდებას ვერავინ გამიბედავდა,რადგან არც ისე ხელწამოსაკრავი ოჯახის შვილი გახლდით.
უფ, როგორ გამიგრძელდა, მე კი ერთი ამბის მოყოლა მინდა, რამაც რადიკალურად შესცვალა ჩემი ცხოვრება და კიდევ უფრო კარჩაკეტილი გამხადა..
როგორც ყოველთვის, იმ წელსაც კარგად მოვემზადე და საბუთები სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიტანე. თავაუღებლივ ვმეცადინეობდი და წუთით მოსვენება არ მქონდა. ქალაქში ცხელოდა, სუნთქვა ჭირდა უთენია ვდგებოდი და ვმეცადინეობდი. შუადღით ყველაფერს თავს ვანებებდი და ღონეგამოცლილი ვიძინებდი. სამეზობლოში ბევრი დამსვენებელი გვყავდა, ეზო სავსე იყო ათასი ჯურის ხალხით ,ზოგიერთი იქვე ქირაობდა საწოლს. ნერვებს მიშლიდა ეს სირცხვილს და მორალს აცდენილი ქალი თუ კაცი... დილაუთენია, სანამ აიშლებოდნენ და მეც ნერვებს მომიშლიდნენ სახლიდან პირდაპირ ზღვაზე ჩავდიოდი, მზის მცხუნვარე დროის დადგომამდე, იქვე ვმეცადინეობდი. იმ დილითაც ასე იყო. ჩემთვის ვიჯექი და გერმანულ გრამატიკაში ზმნის Particifcvais- ვიზუთხავდი. უეცრად ნაპირზე ჩოჩქოლი ატყდა და ქართული კუთხური ,ხმამაღალი მხიარული საუბრით რამდენიმე ბიჭი შემოვიდა.გული სიხარულით შემიხტა ლაღი, მხიარული ქართულის გაგონებაზე. სოხუმი ხომ ის ქალაქი იყო ,სადაც ქართულს იშვიათად გაიგონებდით, რადგან ყველა მათგანი ცდილობდა თავისი რუსულით ,,მაგარი ბიჭობის" დამტკიცებას. ასე, რომ ახალმოსულებმა უეცრად მიიქციეს ჩემი ყურადღება. ეტყობოდათ ქალაქელები არ იყვნენ, მივხვდი,ლაღი სოფლელი ბიჭები ზღვასაც პირველად ხედავდნენ.
ბიჭებმა ტანსაცმელი ნაპირზე დაყარეს და ზღვაში ჩადგაფუნდნენ. ჩემი ყურადღება ერთმა , მაღალმა შავგვრემანმა ვაჟმა მიიპყრო ტალღოვანი თმით და დიდი შავი თვალებით, რომელიც ჩემთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა . თავის ასაკთან შედარებით ცოტა დიდის შეხედულება ჰქონდა იდგა ნაპირზე და ზღვას გაჰყურებდა . ორჯერ მივიხედე და ჩემდა უნებურად დავაცქერდი. მისი დიდი ლამაზი თვალები გაკვირვებას და აღტაცებას გაეფართოვებინა. შევცქეროდი დიდ შავ თვალებში და სხვას ვერაფერს ვხედავდი.სირცხვილის გრძნობა დამეკარგა. დავიბენი. პირველად მივხვდი,რომ გოგო ვიყავი და ის ვაჟი იყო,რომლის მოწონებაც შეიძლებოდა და იქნებ სიყვარულიც. ბიჭები ზღვიდან ეძახდნენ, მანაც გაიხადა,ზანტად წყლისკენ წავიდა და ჩემი გულიც თან გაიყოლა. ისეთ დღეში ვიყავი გულს ბაგა- ბუგი გაჰქონდა. ჩემ გრძნობებს დავემორჩილე და ვუთხარი ,რომ გული მართალია, მე ბიჭი კი არ მომეწონა მასში კაცი დავინახე. ახლა,რომ ამოსულიყო წყლიდან, ხელი გამოეწოდებინა ჩემთვის და ეთქვა წავიდეთ. მე ,არც კი დავეკითხებოდი ისე გავყვებოდი დედამიწის დასასრულამდე. უეცრად წყლიდან ამოვიდა და ჩემსკენ გამოიხედა. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და სიხარულისგან გულმა კივილი დაიწყო . მივხვდი ძალიან მოვეწონე. ვგრძნობდი,როგორ მიყურებდა და ჩემამდე ვერ მოდიოდა. ვერ მოვიდოდა,რადგან5 პატიოსანი ვაჟკაცური სოფლელი ბიჭი იყო. რომელსაც ზრდილობა ოჯახში ჰქონდა ნასწავლი და ამ ზღვარს ვერ გადალახავდა. გამიხარდა, მაგრამ გული დამწყდა ,რადგან მე ჩემი ამაყი ბუნებით ახლა ავდგებოდი, წავიდოდი და ჩემთვის ის ზღვიდან ამოსულ საოცრად ლამაზთვალებიან ბიჭად და მტკივნეულ გამოცანად დამერჩებოდა. მე კი ,ნეტავ მე მისთვის ვინ ვიქნებოდი. უბრალოდ გოგონა ,რომელიც ზღვის ნაპირთან იჯდა თავისთვის,გოგონ,რომელმაც ვერაფერი გაიგო? ...მე წამოვდექი და წელი ძლივს ავიტანე ,მისკენ არც გამიხედავს. დე, ეგონოს ,რომ ერთი უგრძნობი გოგონა ვარ _რატომღაც მეგონა ახლა ამ წუთს ასე სჯობდა ორივესთვის.. თორემ, რომ იცოდეს,როგორ წყდება ამ გოგოს გული,რომ მიდის და სტოვებს მას. ნეტავ რას იზამდა? _ და ეს კითხვაც უპასუხოდ დავუტოვე ჩემს თავს . მერეც, წლების მანძილზე გული მტკიოდა,ჩემს თავს ვუწყრებოდი დიდხანს და ყველა ვაჟს იმ ლამაზი თვალების საზომით ვზომავდი.. დრო კი გადიოდა...
.
ამ ამბიდან უამრავი წლის მერე,პარკში ვისვენებდი ჩემს მეგობრებთან ერთად.კაფეში ვისხედით და ვერთობოდით ,თან ტელეფონს ჩავჩერებოდი მეგობრის ზარის მოლოდინში. ჩემს პირდაპირ მოპირდაპირე მაგიდასთან ორმოციოდი წლის საოცრად ელეგანტური ჭაღარა მამაკაცი იჯდა და ყავას მიირთმევდა.მან ჩემი ყურადღება იმით მიიპყრო,რომ მისმა დაჟინებულმა მზერამ ამახედა და ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა.
უცებ გული ამიჩქარდა, ამდენი წლის მერე ისევ ის შავი გოროზი თვალები დავინახე,რომელიც ამდენი ხნის მანძილზე მოწიფულ ქალბატონსაც კი ოცნებად და მამაკაცის ეტალონად დამრჩა.მამაკაცის თვალები ,ისეთი გრძნობით მომჩერებოდნენ მივხვდი ამ თვალებსაც ვახსოვდი და ბედნიერი იყო ჩემი ხილვით. ის პატარა მორცხვი ბიჭი აღარ გახლდათ,მომრიდებოდა .მივხვდი,მე მითვის , ისევ ზღვის პირას მჯდარი გოგონა ვიყავი,შავი თვალებით და თეთრ გვირილებით მოჩითული სარაფნით. უკვე მის დაკარგვას ვეღარ შევეგუებოდი და ჯიბრით გავიფიქრე ახლა ვერსად წავიდოდი და უცილებლად გავეცნობოდი,თუმცა რამდენად მისაღები იქნებოდა ეს გაცნობა ეს უკვე აღარ მაინტერესებდა ,რადგან არანაირად აღარ ვაპირებ ამ თვალების ისევ დაკარგვას.ჩემს ფიქრებში ვიყავი,გოგონები წასასვლელად ,რომ წამოდგნენ,მეც ნელი ნაბიჯით გავყევი უკან.როცა ერთმანეთს დავემშვიდობეთ,ფეხი შევანელე ,რადგან მივხვდი მამაკაცი უკან მომყვებოდა. მივხვდი მოსვლა გაუჭირდა გულში გამეღიმა,ცხოვრებაში პირველად ვიყავი ასეთი თამამი .ბოლოს მან გაბედა,წინ გამისწრო შემოტრიალდა და წინ დამიდგა.
_გამარჯობათ,მაპატიეთ ჩემი ასეთი საქციელი, თუ გინდა თავხედობაც მაგრამ მე უნდა მოვსულიყავი .- შევხედე ,დავაკვირდი და სევდიანად გავუღიმე .
_ვითომ რატომ უნდა მოსულიყავით ,
ვიცნობთ ერთმანეთს? .ირონიულად მოვწკურე თვალები და გავიღიმე
_ჩვენ ბევრი წლის წინ შევხვდით ერთნამეთს და ვიცნობთ.არა ,არ ვიცნობთ ერთმანეთი უბრალოდ გვინახავს და ეს ჩემთვის საკმარისი აღმოჩნდა წლების მანძილზე ოცნებად დამრჩენოდა თქვენი ნახვა და გაცნობა.-ამოთქვა სათქმელი როგორც იქნა.
--თქვენ მე გამაკვირვეთ,იცით რატომღაც დავიჯერე,რომ სასწაულები არსებობს. გამარჯობათ მათე,მგონი ასე დაგიძახეს მაშინ.
მათე გაკვირვებისგან შეკრთა და
გაეღიმა.
_კი მე მათე ვარ ახვლედიანი
ის თექვსმეტი წლის ბიჭი,რომელმაც პირველად დაინახა ზღვა და თქვენც, გთხოვთ გაგაცილებთ , უკეთ გაგიცნობთ და აუცილებლად მოგიყვებით, უთქვენოდ როგორ ვიცხოვრე ამდენი ხანი,პატარა ბიჭის ოცნებებით, რომელიც ისევ იმ ,გოგონას ხედავს დიდი შავი თვალებით და გვირილებიანი სარაფნით.
_მე ნენე ვარ გარიყული.-გამეღიმა და ხელი გავუწოდე.
_გამარჯობა ნენე,,იცი მე შენ გიპოვე.
ღრმად ამოისუნთქა და ხელი გამომიწოდა.
ჩვენ შორის უხერხული სიჩუმე ჩადგა მეც ვერ ვიწყებდი საუბარს და ვერც ის მისვამდ კითხვას.
--გთხოვ თუ შეიძლება აქ სადმე ჩამოვსხდეთ თუ დრო გაქვთ, თუ ეს უხერხულობას არ შგიქმნით და ვისაუბროთ,ძალიან გთხოვთ უცნაურად ნუ მოგეჩვენებათ ჩემი თხოვნა..ვიცი ოჯახი გაქვთ, მოვალეობები ,მაგრამ დამიჯერეთ მე ზღვარს არ გადავალ, უბრალოდ მომეცით უფლება ახალგაზრდობაში ვიმოგზაუროთ და მერე ალბათ სამუდამოდ დაგემშვიდობებით და ბედნიერებასაც გისურვებთ. გთხოვთ ჩვენს ამდენი წლის ნაცნობობას გადაუხადეთ ხარკი. სევდიანად გაეღიმა , რომელსაც განცდისაგან ფერი არ ედო.
-- შენ ამას ნაცნობობას ეძახი ? -უეცრად თვალები ცრემლებით ამევსო,რადგან ეს ნაცნობობა კი არა მთელი სიცოცხლე იყო მონატრებასა და ოცნებაში დაკარგული
--,არა ნაცნობები მერე გავხდებით თუ საუბარზე დამთანხმდებით ,ჩემთან ერთად დაჯდები და წარსულში ვიმოგზაურებთ , ეს იქნება პაემანი ახალგაზრდობასთან.
--მათე ახვლედიანო ,ნუთუ ბოლომდე რაინდად დარჩებით და მხოლოდ ჩემს მიერ ლამაზ ,მოქარგულ ხელსახოცის აბჯრის ქვეშ ტარებას დასჯერდებით?. ცრემლიანი თვალების დამალვა არ მიცდია მასთან.
--კი მე გულის რაინდად დავრჩები და თქვენს დაძახილზე მათე მჭირდები იქ გავჩნდები.-სევდიანად ჩაილაპარაკა და მივხვდი ერთი ფიქრი აწუხებდა მხოლოდ როდის ვეტყოდი :,,იცით მათე მე ოჯახი მყავს."
გაგრძელება იქნება
#თამარელა

მე შენ გიპოვე  - 964659700387

Комментарии