ყველა ქონება წუთიერია ...

_________________________________
ყველა გარემომ და ყველა კაცმა,
თითქოს დაკარგა მრწამსი,
როგორ ვინატროთ ის სიღარიბე,
რომელსაც ჰქონდა ფასი,
წარსულს მივსტირით--როცა ვფრთხილობდით,
ერთმანეთს აღარ ვჭამდით,
ახლა კი როცა ყველაფერია,
უნახავს კაცად გავხდით,
_________________
ეს ჩემი ლექსი ძალზედ მწარეა,
მე მაინც ფარდას ავხსნი,
ახლანდელ ყოფას ნეტა რა ჰქვია,
მე ნორმალურად არ ვთვლი,
ფულის გულისთვის ბევრმა დაკარგა,
სიყვარული და ხათრი,
ყველა ქონება წუთიერია,
მითხარით რატომ წახდით...

ყველა ქონება წუთიერია ... - 964736232099

Комментарии