სუროგატი დედა

თავი 2
-არ ვიცოდი,ეს ხომ დიდი ბედნიერებაა.თუ რამე კომპანიის სახელით დაეხმარეთ და გაუკეთეთ საჩუქარი ახალშობილებს.აქ თუ არის ჯერ,დაუძახეთ შემოვიდეს ჩემთან.მალე ფრთხილი კაკუნი გაიგონა კარებზე და ფეხზე წამოდგა,წინ შეეგება ტყუპების მამას და ღიმილით მიულოცა.
-იმედია ავღნიშნავთ პატარების დაბადებას ბატონო ჯემალი.
-ჯერ მშვიდობით დასრულდეს ყველაფერი უფროსო და შემდეგ გპირდები ერთი კვირა ვიქეიფოთ.გიორგიმ ჯიბიდან საფულე ამოიღო და რამდენიმე 50-ათ ლარიანი ჩაუდო ხელში ჯემალს.
-არ შემიძლია დღეს მოგაკითხოთ საავადმყოფოში,მაგრამ დამპირდით,რომ თუ რამე დაგჭირდებათ დაუფიქრებლად მირეკავთ.
-არ მინდა შეგაწუხოთ უფროსო.
-მე არ შევწუხდები,პირიქით გამახარებთ და მინდა ყველა ვინც ჩემთან მუშაობს თავისუფლად იყოს ჩემთან,მეც ხომ ჩვეულებრივი თქვენსავით უბრალო ადამიანი ვარ.ამ თანხით კი პირველი საჩუქარი უყიდეთ პატარებს,მეც მოვიცლი როგორმე და ამ დღეებში მეც გინახულებთ.
-მადლობა,დიდი მადლობა უფროსო.
-დღეს ხუთშაბათია,ორშაბათანდე განთავისუფლებ მიხედე მეუღლეს და ოჯახს.
-არ ვიცი როგორ გადაგიხადო ეს სიკეთე.
-გადამიხდი,თქვენი ერთგულებით და დაუღალავი შრომით.რადგან აქ ხარ,რა მინდა შეგეკითხო,მინდა კიდევ ორი-სამი სათბური დავდგა და მინდა თქვენ იყოთ ხელმძღვანელი ამ ყველაფრის.რა თქმა უნდა ხელფასის მომატებით,რადგან თქვენ მართლა სანდო პირი ხართ.
-კარგი აზრია,მე ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემზეა დამოკიდებული.
-ვიცი და მეც დიდი იმედი მაქვს,რომ ერთმანეთის გვერდით დგომით ყველაფერი გამოგვივა.აბა, ორშაბათამდე აქ არ დაგინახოთ მოსული.
-მადლობა,გიორგი ოქროს გული გაქვს და ფრთხილად იყავი არ გატკინონ ისე ძალიან,რომ ის ნაწილებად დაიმსხვრეს.
-გავუფრთხილდები,მაგრამ იმ ხალხს როგორ გავუფრთხილდე ვინც არ იცის სიყვარულის ფასი.
-მაგას,თავად გული გეტყვის გიორგი გული.ჯემალი წავიდა,თომამ შეხედა გიორგის და ეტყობოდა რომ რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ვერ გაებედა.გიორგიმ მიუხვდა და თავაუღებლად უთხრა.
-გისმენ,თქვი რა გინდა რომ მითხრა.მაინტერესებს ისე როდის მერე გახდი მორცხვი,რომ გრცხვენია და ვერ ამბობ სათქმელს?
-შეამჩნიე,რომ ეს დღეები მიშა მიმინოშვილი არ გამოჩენილა ჩვენს სიახლოვეს?
-დამასწარი,ჩემს გულში ზიხარ. მეც სწორედ ახლა მინდოდა მეკითხა,სად არის?
-როგორც გავიგე,პრობლემები აქვსო.
-რა პრობლემები,შემიძლია დავეხმარო?
-ვიცი შენი კეთილი გულის ამბავი,რომ უკან არ დაიხევ დახმარებაზე,მაგრამ მე ერთ რჩევას მოგცემ.გიორგი თავი შორს დაიჭირე მისგან და მისი ოჯახისგან.
-რატომ,რა ხდება არ შეიძლება გასარკვევად ამიხსნა?
-როგორც გავიგე სიძედ უნდებხარ,უნდა რომ ქალიშვილი მოგათხოვის.
-ეს როგორ,რა ბიზნეს გარიგებაა თუ გასაყიდია და ვიყიდი.შენ ყველაფერი იცი და მითხარი,მინდა ვიცოდე რა ხდება.
-გავიგე,რომ მისი გაუმაძღრობის გამო ძალიან ბევრი მტერი ჰყავს და ემუქრებიან შვილით და უნდა ნატა საიმედო ხელში ჰყავდეს.
-გამოდის,რომ სერიოზულად არის საქმე.
-კი და ძალიან სერიოზულად.
-არ ამბობ თომა ძია ბოლომდე სათქმელს.მაგრამ სიმართლე გითხრა ნატა ყოველთვის მომწონდა,მაგრამ მისი ცოლად მოყვანა არასოდეს მიფიქრია.
-გიორგი საქმე ძალიან ჩახლართულია.
-მოიცა,მე ასე ვიცი რომ ნატას საქმრო ჰყავს,ვიღაც სერგეი.
-მეც მასე ვიცი,მაგრამ მას მხოლოდ ქონება უნდა მაგათი და თვით ნატა არა.
-თუ ნატას სიცოცხლეს მიშას გამო პრობლემები უნდა შეექმნეს,მე თანახმა ვარ ძია თომა მის შემოთავაზებაზე.კარგად მიცნობ და იცი ისიც,რომ არ მიყვარს ადამიანის გრძნონებზე თამაში,იქნებ მოწონება მერე და მერე სიყვარულშიც კი გადაიზარდოს.თუმცა ვერ ავუვლი გვერდს იმას,რომ ძალიან მაღიზიანებს მისი ამპარტავნობა.
-მე ვერაფერს ვერ გეტყვი,მხოლოდ ერთის გარდა,კარგად დაფიქრდი და არ ინანო შენი გადადგმული ნაბიჯი.ეს საუბარი ჩვენში უნდა დარჩეს,მიშა თავად გეტყვის მაგრამ მე მინდოდა ზოგადად გცოდნოდა საქმის არსი.
-კარგი,ისე მოვიქცევი რომ მე თითქოს არაფერი არ ვიცი.დღეც დასრულდა და მთელი დღის დაღლილი გიორგი უკვე წასვლას აპირებდა,რომ ტელეფონმა დაურეკა და წარბაწეულმა უპასუხა.
-გისმენთ ბატონო მიშა.
-გიორგი სახლში წასვლისას,ჩემთან გამოიარე.
-თქვენს კაბინეტში ხართ?
-არა შვილო,ჩემთან მოდი სახლში.
-ხომ კარგად ხართ,რამე აუცილებელია?
-მინდა დაგელაპარაკოთ გიორგი და აქ უკეთესია.
-კარგი,რამდენიმე წუთში გამოვალ კომპანიიდან და თქვენთან წამოვალ.გიორგიმ თავისი აუჩქარებელი,მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით დატოვა თავისი კომპანია და მიშას სახლისაკენ წავიდა.გიორგი არ იყო მდიდარი ოჯახიდან,ის არც არასოდეს ყოფილა განებივრებული როგორც ნატა მდიდარი მამიკოს ფულებით.ის ბავშვობიდან ოცნებობდა თავისი საქმე ჰქონოდა და სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში მოეწყო,პარალელურად კი ნელა-ნელა შეუდგა პატარა ოჯახურ ბიზნეს,რომელიც გააფართოვა და წლების შემდეგ წარმატებასაც მიაღწია.უხაროდა რომ წინ დიდ მომავალს ხედავდა,ჯერ ადგილი იყიდა ქალაქ გარეთ და ორი სათბური ჩადგა, მათ რამოდენიმე წელში კიდევ ორი მიუმატა,ახლა კი კიდევ ფიქრობს სამი სათბური ჩადგას.სასწავლებელიც დაასრულა და ცდილობს დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწიოს.
-მობრძანდით გიორგი.სტუმარს თავად ბატონი მიშა მიეგება,ქალბატონმა თამილამ მედიდურად შეხედა გიორგის და ნაძალადევად გაუღიმა.
-მობრძანდით,მიშასთვის თქვენ საპატიო და ძვირფასი ადამიანი ხართ.გიორგიმ თამილას ნაძალადეად გაუღიმა და ზიზღით შეხედა მის ხელებში მოქცეულ გატრუნულ ჩასუქებულ კატას.
-მადლობა,მაგრამ ეს კატა თუ შეიძლება ცოტა ხნით გაიყვანეთ აქედან.
-როგორ?
-როგორ და ასე.უთხრა მიშამ და ხელიდან აართვა კატა და იქვე ოთახში შეაგდო.არ მიაქცია გიორგიმ ყურადღება თამილას გაბრაზებულ სახეს და მიშას მიუბრუნდა.
-ბატონო მიშა ვერ გავიგე ჩემი აქ მოსვლის მიზეზი.
-გიორგი ვიცი რომ კომპანიის გაფართოვება გინდა,და მინდა დახმარების ხელი გამოგიწოდო.
-მაპატიეთ,მაგრამ მე არ მითხოვია დახმარება თქვენთვის.მე მარტომ დავიწყე ჩემი საქმე და ბოლოშიც მარტო გავალ.
-მაგრამ არ გაქვს საკმარისი ძალა,რომ ბოლომდე მიიყვანო შენი საქმე.გიორგიმ წინ წაიწია და მიშას პირდაპირ დაუსვა შეკითხვა.
-ბატონო მიშა მითხარით რისი თქმა გინდათ,თქვენ პრობლემები გაქვთ?გჭირდებათ ჩემი დახმარება?მიშამ შეშინებული თვალებით შეხედა გიორგის და ვერ შეძლო სიმართლე ეთქვა,ვერ გადააბიჯა სიამაყეს.
-არა,არანაირი პრობლემა არ მაქვს.გიყურებ,რომ მშრომელი ადამიანი ხარ,შენი საქმის ერთგული და თუ მეც დაგეხმარები ასე ახლოს დავდგები შენთან და ეს ჩვენი ნაცნობობა შესაძლებელია ქორწინებითაც დასრულდეს.
-ბატონო?გაუკვირდა გიორგის მიშას სითამამე.
-გიორგი მე ფული მაქვს,ბევრი ფული.მოდი პირდაპირ გეტყვი,მინდა ჩემს ქალიშვილზე დაქორწინდე.გიორგიმ უცქირა მიშას და შემდეგ უთხრა.
-ეს თქვენი სურვილია,თქვენ გინდათ ასე რომ მოხდეს და კითხეთ მას რა უნდა?
-ნატა თანახმა იქნება ჩემს სიტყვაზე,იცის რომ მე მას ცუდს არ ვურჩევ.
-ნუ იქნებით ასეთი დარწმუნებული,მას საქმრო ჰყავს.
-რა ხდება,აქ სტუმარი გვყავს?სახლში შემოვიდა მაღალი ქერა თმებით და ცისფერი თვალებით ლამაზი გოგონა.
-კი სტუმარი გვყავს ჩემო პრინცესა,გაიცანი გიორგი გურგენაშვილი,შენი საქმრო.
-ვიიინ?იყვირა გიორგიმ და ფეხზე წამოხტა.
-ვიიინ?იყვირა ასევე ნატამაც და გიორგის შეაჩერდა.
-ბატონო მიშა მე არ ვარ თანახმა.მიშა არ ელოდა უარს გიორგისგან და გაბრაზებულმა ფეხზე წამოიჭრა.
-გიორგი მე ფული მაქვს,ბევრი ფული.ოქრო მაქვს,ეს ყველაფერი თქვენი იქნება.თქვენ დაქორწინდებით,მე ასე მინდა და ეს ასეც იქნება.არანაკლებ ბრაზობდა გიორგი მაგრამ ის ხომ თავშეკავებულობის დიდი ოსტატი იყო და მტკიცე ხმით უთხრა მიშას.
-მომისმინეთ,თქვენ თუ პრობლემები გაქვთ და დახმარება გჭირდებათ,შეგეძლოთ ეს ნორმალურად და გასაგებად აგეხსნათ,მაგრამ ,,მე მინდა ასე და ეს ასეც იქნება''ეს სიტყვები მე უკვე აღარ მეხება.მე კატეგორიულად უარს ვამბობ თქვენს ქალიშვილზე.
-უარს ამბობ?
-უარს ვამბობ.მიშამ ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა კაბინეტი და დიდი სარკის უკან სეიფი გააღო,იქედან კი უამრავი ოქრო და ფულის დასტები გამოიტანა.
-არც ახლა დაქორწინდები?
-არა,არც ახლა არ დავქორწინდები.
-რატომ,რატომ გიორგი.
-ძალიან უბრალოდ და მარტივად ბატონო მიშა.ასევე ძალიან უბრალო ენით გეტყვით,მე თქვენს ქალიშვილზე სურვილიც არ მაქვს დავქორწინდე.
-რა?რატომ ვითომ?იკითხა აქამდე ჩუმად მყოფმა ნატამ.
-მაპატიე ნატა მაგრამ არ შემიძლია შენზე დავქორწინდე.
-შენ რა,მართლა უარს ამბობ და მართლა არ დაქორწინდები ჩემზე?
-შენ რა,მართლა არ გინდა ჩემს შვილზე დაქორწინდე?მამა-შვილი თვალებ გაფართოვებული იდგა და ისე უცქერდა გიორგის.
-არა,არა და არა.არ მინდა ბატონო მიშა და რატომ მაძალებთ.გაისმა სახლში გიორგის გაბრაზებული ხმა,ერთი კი შეეშინდა მიშას,მაგრამ მაინც მის სიტყვას გაიძახოდა.
-ხოდა რატომ,რატომ არ გინდა.ასევე იყვირა მიშამაც.
-იმიტომ,რომ არ მინდა თქვენნაირი ადამიანი იყოს ჩემი სიმამრი.ცივად შებრუნდა მიშა გიორგისკენ და გამშრალ ყელში წყალი სულმოუთქმელად ჩაუშვა,შემდეგ კი ირონიულად უთხრა.
-შე საცოდავო,მოვა დღე რომ კარზე მომიკაკუნებ,მაგრამ მე აღარ მიგიღებ.როგორ ბედავ ჩემთან ასეთი ტონით საუბარს.
-ძალიან ჩვეულებრივად.იდგა გიორგი და იქ მყოფთა ნერვებზე თამაშობდა.მიშას კი უმტყუნა ნერვებმა და ერთი ხელის მოსმით ძირს გადაყარა ფულები და გიორგის შეხედა.
-სიზმარშიდაც ვერ ნახავ ამდენ ფულს ვერასოდეს.
-შესაძლებელია ამაზე მეტიც მქონდეს,მაგრამ ხალხში არ ვტრაბახობ არასოდეს.თქვენ კი ბატონო მიშა,ადამიანები შეიძლება იყიდოთ ფულით და თვალთმაქცობით,მაგრამ მე ვერც ფულით მიყიდი და ვერც რაიმე ხერხით.თქვენ ასაკი მოგმატებიათ,თმები გაგთეთრებიათ,მაგრამ ვერ გისწავლიათ რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ფულზე და ქონებაზე წინ მათ სახელს და ადამიანობას აყენებენ.მე არ ვიყიდები ბატონო მიშა და ვერც შეძლებთ ჩემს ყიდვას.თქვენ ყიდით თქვენს შვილს ისე როგორც ბაზარში გატანილ ნივთს და მე ნაყიდი ქალი არაფერში არ მჭირდება.ის უნდა მიყვარდეს და მას უნდა ვგრძნობდე გულით და არა ის მახსოვდეს ყოველ მის გამოხედვაზე,რომ მე მასში ფული გადამიხადეს.ახლა კი მაპატიეთ,უნდა დაგტოვოთ.გიორგიმ უკან მოუხედავად დატოვა მიშას სახლი და გაბრაზებული გამოვარდა ქუჩაში.
-ფულით გინდა მიყიდო?არა,არა და არა ბატონო მიშა თქვენ მე ვერ მიყიდით,მე არ ვიყიდები.მიშა სახლში გადი-გამოდიოდა და ბობოქრობდა.
-ეს ლაწირაკი,ეს თავში ავარდნილი აქვს ვითომ ბიზნესმენია მან თჩემი შვილი დაიწუნა,ჩემი ნატა.

სუროგატი  დედა - 868574221731

Комментарии

Комментариев нет.