თვალს ნალექი აღარ სცვივა. შენ რომ სული შემიბერე, იმ ნიავმა გამაცივა. სიცხემ ცამდე ამიწია, მზემ საწოლი დამირწია. სისხლმა წნევა დამაწია... ეს სულ შენი ნაღვაწია. ქარმა,ნაღრძობ წარმოსახვას ვნების სეტყვა მიუსია. ექიმბაში ზღვა რომ მნახავს, ალბათ იტყვის:ვირუსია. ამ ვირუსმა,მე რომ მარგო... სხვა არავინ მეგულება. რა კარგია,ჩემო კარგო, თურმე შენით სნეულება."
╔═► აქ - ყველა - ფერია ◄═╝
"გულში გვალვა შევიფერე,
თვალს ნალექი აღარ სცვივა.
შენ რომ სული შემიბერე,
იმ ნიავმა გამაცივა.
სიცხემ ცამდე ამიწია,
მზემ საწოლი დამირწია.
სისხლმა წნევა დამაწია...
ეს სულ შენი ნაღვაწია.
ქარმა,ნაღრძობ წარმოსახვას
ვნების სეტყვა მიუსია.
ექიმბაში ზღვა რომ მნახავს,
ალბათ იტყვის:ვირუსია.
ამ ვირუსმა,მე რომ მარგო...
სხვა არავინ მეგულება.
რა კარგია,ჩემო კარგო,
თურმე შენით სნეულება."