''თუფაქს პირველად 1990 წელს შევხვდი - ლოს ანჯელესში, სანსეტ ბულვარზე მოწყობილ კორპორაციულ საღამოზე.
ამ საღამოს ორგანიზატორი ჩემი მეგობარი იყო. ქუჩაში ვიდექით და ვხუმრობდით. სტუმრები საღამოსთვის მეტად ელეგანტურად იყვნენ გამოწყობილნი. უცებ შევამჩნიე შავი ქუჩის ბიჭი, რომელიც შესასვლელთან იდგა.- რაო, პატარა ბიჭო? როგორ არის საქმე? - ვკითხე მე. საკუთარ თავსა და იმ დროს მახსენებდა, როცა პატარა ბიჭი ქუჩებში დავხეტიალობდი და კლუბების წინ ვიდექი, სადაც შესვლა არ შემეძლო. - რა იყო? - მკითხა მან. ვხედავდი, როგორ უნდოდა ამ საღამოზე მოხვედრა და ჩემს მეგობარს შიგნით შეშვება ვთხოვე. მაგრამ ბიჭმა თქვა: "ერთი წამით!" გაიქცა და 50 ბიჭთან ერთად დაბრუნდა, რომელთაგან ერთ-ერთი თუფაქი იყო. - უხ, შენი! - თქვა ჩემმა მეგობარმა.ყველა ბავშვი უკანა კარიდან შევუშვით. და ცოტა ხანში, კლუბში დაბრუნებულმა, სცენაზე თუფაქი დავინახე მიკროფონით ხელში - მას უკვე დაპყრობილი ჰყავდა მთელი დარბაზი. ამის დაჯერება მიჭირდა. როცა სცენიდან ჩამოვიდა, ერთმანეთს გადავეხვიეთ. მისმა შესანიშნავმა ღიმილმა მთელი კლუბი გაანათა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ბიჭი განსაკუთრებული იყო.''მაიკ ტაისონი.
╔═► აქ - ყველა - ფერია ◄═╝
''თუფაქს პირველად 1990 წელს შევხვდი - ლოს ანჯელესში, სანსეტ ბულვარზე მოწყობილ კორპორაციულ საღამოზე.
ამ საღამოს ორგანიზატორი ჩემი მეგობარი იყო. ქუჩაში ვიდექით და ვხუმრობდით. სტუმრები საღამოსთვის მეტად ელეგანტურად იყვნენ გამოწყობილნი. უცებ შევამჩნიე შავი ქუჩის ბიჭი, რომელიც შესასვლელთან იდგა.- რაო, პატარა ბიჭო? როგორ არის საქმე? - ვკითხე მე. საკუთარ თავსა და იმ დროს მახსენებდა, როცა პატარა ბიჭი ქუჩებში დავხეტიალობდი და კლუბების წინ ვიდექი, სადაც შესვლა არ შემეძლო.
- რა იყო? - მკითხა მან.
ვხედავდი, როგორ უნდოდა ამ საღამოზე მოხვედრა და ჩემს მეგობარს შიგნით შეშვება ვთხოვე. მაგრამ ბიჭმა თქვა: "ერთი წამით!" გაიქცა და 50 ბიჭთან ერთად დაბრუნდა, რომელთაგან ერთ-ერთი თუფაქი იყო.
- უხ, შენი! - თქვა ჩემმა მეგობარმა.ყველა ბავშვი უკანა კარიდან შევუშვით. და ცოტა ხანში, კლუბში დაბრუნებულმა, სცენაზე თუფაქი დავინახე მიკროფონით ხელში - მას უკვე დაპყრობილი ჰყავდა მთელი დარბაზი. ამის დაჯერება მიჭირდა. როცა სცენიდან ჩამოვიდა, ერთმანეთს გადავეხვიეთ. მისმა შესანიშნავმა ღიმილმა მთელი კლუბი გაანათა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ბიჭი განსაკუთრებული იყო.''მაიკ ტაისონი.