არც ახლა მოგატყუებ, არ შემყვარებიხარ დანახვისთანავე, პირიქით, ისიც კი ვიფიქრე, მანამ მიმეტოვებინე სანამ ერთმანეთის სუნს შეისუნთქავდა ჩვენი ტანსაცმელი. ჯვარი მწერია გამომივიდა კიდეც. ის დილაც ისე თენდებოდა როგორც ყოველი თვალის გახელა სიკვდილის შემდეგ. ნელი ნაბიჯით... სინათლეზე უმისამართო და დაგინახე მეორე მხარეს იდექი ქუჩის როგორც ნაძარცვი თავშესაფარი უპატრონო სიყვარულისა. და მე მივხვდი, რომ შენი მხრებია აღმოსავლეთი და დასავლეთი ჩემი თვალები. მზე. იმ დროს კი ჩემი, ერთადერთი შესაძლებლობა იყო ასეთი, რომ თვალები დავხუჭე მხოლოდ და გავაგრძელე გზა უკუსვლით საკუთარ თავში. დღეს, როცა იმ ქუჩას ჩავუვლი, სადაც პირველად მინდოდა და ვერ მიგატოვე წამით ვჩერდები სუნთქვა შეკრული და ვტრიალდები ისე როგორც ქვიშის საათი, საკუთარ ძვლებში და ყველაფერი თავიდან და თვითონ იწყება... ბედნიერებავ, ერთი ღმერთით მეტი ვარ შენზე. ჩემი სიყვარული მომიტევე.
რეალისტის Page
:) ддд
ტყუილი არასდროს მყვარებია,
არც ახლა მოგატყუებ,
არ შემყვარებიხარ დანახვისთანავე,
პირიქით,
ისიც კი ვიფიქრე,
მანამ მიმეტოვებინე
სანამ ერთმანეთის
სუნს შეისუნთქავდა ჩვენი ტანსაცმელი.
ჯვარი მწერია
გამომივიდა კიდეც.
ის დილაც ისე თენდებოდა
როგორც ყოველი
თვალის გახელა სიკვდილის შემდეგ.
ნელი ნაბიჯით...
სინათლეზე უმისამართო
და დაგინახე
მეორე მხარეს
იდექი ქუჩის
როგორც ნაძარცვი თავშესაფარი
უპატრონო სიყვარულისა.
და მე მივხვდი,
რომ შენი მხრებია აღმოსავლეთი
და დასავლეთი ჩემი თვალები.
მზე.
იმ დროს კი ჩემი,
ერთადერთი შესაძლებლობა
იყო ასეთი,
რომ თვალები დავხუჭე მხოლოდ
და გავაგრძელე
გზა უკუსვლით საკუთარ თავში.
დღეს,
როცა იმ ქუჩას ჩავუვლი,
სადაც პირველად
მინდოდა და ვერ მიგატოვე
წამით ვჩერდები
სუნთქვა შეკრული
და ვტრიალდები ისე როგორც
ქვიშის საათი,
საკუთარ ძვლებში
და ყველაფერი თავიდან
და თვითონ იწყება...
ბედნიერებავ,
ერთი ღმერთით მეტი ვარ
შენზე.
ჩემი სიყვარული მომიტევე.