მოშორებული ტერმინალური მართვა – ირაკლი გიგიბერია (Telnet, Moba SSH, Putty)

მოწყობილობის მოშორებული ტერმინალური მართვისთვის დღეს ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს, როგორიცაა Remote Desktop, Telnet, SSH და ა.შ.
ჩვენ განვიხილავთ Telnet -ს და SSH -ს.
Telnet (TErminal NETwork ან TELecommunication, ან TELetype NETwork) არის TCP/IP ტიპის ქსელური პროტოკოლი, რომელიც მუშაობს 23 პორტზე, იგი ძირითადად წარმოადგენს დაუშიფრავ კომუნიკაციას, გამოიყენება ორი მოწყობილობის ერთმანეთთან დასაკავშირებლად (კომუნიკაციისთვის), თუმცა არსებობს მოწყობილობები (ძირითადად ახალი მოწყობილობები) და ოპერაციული სისტემები, სადაც Telnet კომუნიკაცია დაშიფრულად ხდება.
ძირითადად Telnet-ის მეშვეობით ხდება დაკავშირება და ბრძანებების გადაცემა სხვა ოპერაციული სისტემებისთვის სისტემის, ფაილური სისტემების და სხვა ობიექტების სამართავად ასევე სხვა ოპერაციების შესასრულებლად, გამომდინარე იქიდან თუ რა ოპერაცია გვაქვს შესასრულებელი და რა სირთულისაა, არის ოპერაციებიც რომელიც ტელნეტის მეშვეობით ვერ განხორციელდება, თუმცა შესაძლებელია სერვერის მხრიდან (ობიექტი რომელსაც უკავშირდებით ტელნეტის მეშვეობით) მოხდეს შესაბამისი პროგრამის დაწერა და გაშვება, რომელიც მოუსმენს 23 პორტს და მიღებულ ბრძანებას ჩვენი სურვილის მიხედვით გაიგებს და შეასრულებს ჩვენთვის სასურველ ოპერაციას.
დღეს Telnet-ის დანერგვა აღარ ხორციელდება, თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელია. მისი მეშვეობით შესაძლებელია დავაკონფიგურიროთ Cisco-ს როუტერები, ვმართოთ სხვადასხვა ოპერაციული სისტემები და მოწყობილობები, თუმცა ამ კომუნიკაციის საშუალებას მასობრივი გამოყენება დაეკარგა მას შემდეგ რაც შეიქმნა SSH (Secure Shell), რადგან როგორც ვახსენეთ ტელნეტის ძირითადი ფუნქცია თავდაპირველად უბრალო კომუნიკაცია იყო, რომელიც დაუშიფრავად ხდებოდა, რაც იმაზეც მიუთითებს რომ იგი დაშიფრული კომუნიკაციისთვის ოპტიმიზირებული არ არის.
SSH (Secure Shell) არის დაშიფრული კომუნიკაციისთვის შექმნილი პროტოკოლი რომელიც მუშაობს 22 პორტზე, ის შეიქმნა იმისთვის რომ გლობალურად ჩაენაცვლებინათ Telnet-ი, მისი შიფრაციის ალგორითმები და მეთოდები შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა ტიპის, ეს ალგორითმები ფუნდამენტურად განსხვავდება ერთმანეთისგან. მასობრივად SSH გამოიყენება Unix-ზე დაფუძნებული ოპერაციული სისტემების სამართავად (CentOS, OpenSuse, და ა.შ.), თუმცა იგი გამოიყენება Windows-შიც და სხვა ოპერაციულ სისტემებშიც, ასევე სხვადასხვა მოწყობილობებშიც.
რა თქმა უნდა Telnet და SSH კომუნიკაციისთვის პორტების შეცვლა და დაკონფიგურირება სხვა პორტზე ჩვენც შეგვიძლია ხელით, მაგრამ საზოგადოდ სტანდარტი მიღებულია როგორც 22 და 23 პორტები კომუნიკაციისთვის.
ჩემთვის ცნობილი Soft-დან ყველაზე მარტივი იმისთვის რომ ვიხმაროთ Telnet და SSH არის Putty.
Putty-ს პირველი გვერდი და ზოგადად ინტერფეისი გამოიყურება შემდეგნაირად:
Putty-Main
Putty-ში შეგვიძლია ვმართოთ გლობალურად ჩვენს ხელთ არსებული მოწყობილობები, ამისთვის აქვს მარტივი “Profile Manager” სადაც შეგვიძლია სესიების შენახვა და შემდგომ გამოყენება, ჩემს შემთხვევაში შენახული სესია არის “LocalHost”
Putty-Profiles
Putty-ს აქვს SSH ის, Telnet-ის და ასევე სხვა პროტოკოლების მხარდაჭერაც.
Putty – SSH
Putty-SSH-Port
Putty – Telnet
Putty-Telnet-Port
Putty-ს ასევე მრავალი სხვა ფუნქციაც აქვს, როგორიცაა კომუნიკაციისას კლავიატურის კონტროლი:
Putty-Keyboard
ასევე აქვს სესიისას მიმდინარე პროცესების ჩანაწერის ფუნქცია “Logging”:
Putty-Logging
და სხვა მრავალი ფუნქცია.
Putty-ში SSH პროტოკოლის ხმარება ხდება შემდეგნაირად, ვწერთ იმ მოწყობილობის მისამართს რომელთანაც გვინდა რომ გვქონდეს კომუნიკაცია და ვაწვებით შესაბამის ღილაკს (Open-ს) რომ მოვითხოვოთ კომუნიკაცია არსებულ მოწყობილობასთან (ამ შემთხვევაში ჩემი ლოკალური მისამართია 192.168.1.150):
Putty-IP
Putty-ში SSH პროტოკოლის ხმარებისას პირველ ჯერზე გვეკითხება – დარწმუნებული ვართ თუ არა იმაში რომ სწორედ ამ კომპიუტერთან გვინდოდა კომუნიკაცია, რადგან ეს კომპიუტერი არ ყავს დამახსოვრებული Putty-ს Cache-ში:
First-Time-Login
თუ დარწმუნებული ვართ, ვეთანხმებით და ვაგრძელებთ მუშაობას, პირველ რიგში შესაყვანი გვექნება მომხმარებლის სახელი, თუ რა სახელი უნდა შევიყვანოთ ეს დამოკიდებულია იმ მოწყობილობის კონფიგურაციაზე რა მოწყობილობასთანაც გვაქვს საქმე, არის თუ არა Active Directory, აქვს თუ არა უფლება Active Directory-ს იმ კონკრეტულ წევრს რომ ქონდეს მსგავსი კომუნიკაცია, თუ არ არის Active Directory – არის თუ არა ლოკალური მომხმარებელი რომლის მონაცემებიც ჩვენ ვიცით (სახელი და პაროლი) და ა.შ.
ვწერთ სახელს:
Login-Screen
ჩემს შემთხვევაში სახელი არის “Stalker” და ვაწვებით Enter-ს (თანხმობას), და შემდეგ საფეხურზე გვეკითხება პაროლს:
Password-Screen
ვწერთ პაროლს და ვაწვებით ისევ თანხმობას.
ამის შემდეგ ჩვენ უკვე გვაქვს კომუნიკაცია არსებულ მოწყობილობასთან, სადაც ვმოქმედებთ იმ კომუნიკაციის წესებით რა წესებიც დადგენილი აქვს მოწყობილობას რომელთანაც კომუნიკაცია გვაქვს.
ჩემს შემთხვევაში ეს წესები არის Moba SSH-ის მიერ დადგენილი წესები (სინტაქსი და ა.შ.)
Moba SSH-ის “Welcome Screen” გამოიყურება შემდეგნაირად:
SSH-Connected-Moba-Homescreen
აქ ნაჩვენებია ბრძანებებიც იქვე შესაბამისი აღწერით, რომელსაც მომხმარებელი სურვილისამებრ გამოიყენებს.
Moba SSH ის გარდა არსებობს სხვადასხვა Soft-ი, ასევე სხვა ოპერაციული სისტემებიც და მოწყობილობებიც, რომლებსაც სხვადასხვა ინტერფეისი და სხვადასხვა სტილის ბრძანებები აქვს (შეგვიძლია ანალოგიურად როგორც ტელნეტის აღწერისას დავწერე, ჩვენითაც დავწეროთ პროგრამა რომელიც მოუსმენს 22 პორტს, სადაც იქნება ჩვენი ინტერფეისი და ჩვენი ბრძანებები).
ეს იყო კომუნიკაციის მეთოდების (SSH, Telnet) და სხვადასხვა სოფტის (Moba SSH, Putty) მოკლე მიმოხილვა.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ გვერდებს: http://en.wikipedia.org/wiki/Secure_Shell http://en.wikipedia.org/wiki/Telnet http://en.wikipedia.org/wiki/PuTTY http://en.wikipedia.org/wiki/Comparison_of_SSH_servers http://mobassh.mobatek.net/ http://www.chiark.greenend.org.uk/~sgtatham/putty/ ან მომწეროთ შემდეგ მეილზე: igigiberia@gmail.com სტატიის ავტორი: ირაკლი გიგიბერია
თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.
კომპიუტერის სისტემური პროგრამები

Комментарии

Комментариев нет.