გმირობა მოგვდგამს ჯიშშია, მტერი ვერასდროს გაგვტეხავს ამტანები ვართ ჭირშია, წინაპართ სისხლი გვახსოვდეს ქვეყნისთვის თავის გაწირვა, მათი გზა ჩვენ გავაგრძელოთ მართვენი ვიქცეთ არწივად, ქართული მიწის შვილებო მტკაველიც არვის დავუთმოთ, წამოვაყენოთ დაჭრილი ცივი ხელები გავუთბოთ, ქართველნო ძირს არ დავეცეთ ადგომას არ დაგვაცდიან, მტერო ვერაფერს დაგვაკლებ აქ ყველა ჯარისკაცია, კვლავ გავილაშქრებთ არწივნი კარს შევულეწავთ დარიალს, რწმენა არასდროს დავკარგოთ მივენდოთ წმინდა მარიამს, ქართველო არ გადაშენდე სამშობლოს არ უღალატო, ჯაჭვის პერანგი გვამშვენებს შორს ჩვენგან ქალის ხალათო, თავისუფლება არ დავთმოთ წინაპართ ადათ-წესები, ჩემო სამშობლოვ, პოეტი ლექსებით გეალერსები.
statusebi
:♡გაღმა ♡
ქართველო არ დაიჩოქო
გმირობა მოგვდგამს ჯიშშია,
მტერი ვერასდროს გაგვტეხავს
ამტანები ვართ ჭირშია,
წინაპართ სისხლი გვახსოვდეს
ქვეყნისთვის თავის გაწირვა,
მათი გზა ჩვენ გავაგრძელოთ
მართვენი ვიქცეთ არწივად,
ქართული მიწის შვილებო
მტკაველიც არვის დავუთმოთ,
წამოვაყენოთ დაჭრილი
ცივი ხელები გავუთბოთ,
ქართველნო ძირს არ დავეცეთ
ადგომას არ დაგვაცდიან,
მტერო ვერაფერს დაგვაკლებ
აქ ყველა ჯარისკაცია,
კვლავ გავილაშქრებთ არწივნი
კარს შევულეწავთ დარიალს,
რწმენა არასდროს დავკარგოთ
მივენდოთ წმინდა მარიამს,
ქართველო არ გადაშენდე
სამშობლოს არ უღალატო,
ჯაჭვის პერანგი გვამშვენებს
შორს ჩვენგან ქალის ხალათო,
თავისუფლება არ დავთმოთ
წინაპართ ადათ-წესები,
ჩემო სამშობლოვ, პოეტი
ლექსებით გეალერსები.