გული გაიმაგრე ქართვლო, - 887660121081

გული გაიმაგრე ქართვლო,

თავი არ დაუხარო მტერს.
არ შეუშინდე სიმართლეს,
სიყვარული თესე დღეს.
ბოროტს თავი არ გაუყადრო,
უფალს მიენდე და გწამდეს,
მტერი ვერასდროს დაგვამარცხებს,
ვერ მოესწრება ამ დღეს.
არ დაივიწყო ვისი გენისა ხარ,
რა რწმენით გაგზარდა დედამ.
შენს სისხლში დავითის, თამარის გენია,
გწამდეს გაიმარჯვებ ეხლაც.
მოყვასი მოყვასს გადაეკიდა,
მტერმა წაკიდა ერთურთს.
მართალს და მტყუანს ვეღარ არჩევენ,
უფალს განუდგნენ და მიტომ.
გულებს მოუსმინეთ, მტერს ნუ გაახარებთ,
ქართველს ნუ შეურცხვენთ ნამუსს.
ყველამ ერთად დგომით, ყველამ ერთად ლოცვით
საქართველო ერთად ავაყვავოთ.
19.11.2019
მზია კაპანაძე

Комментарии

Комментариев нет.