დიდი სამშაბათს ასევე ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის უფალი.
სხვადასხვა იგავური სახეები აქვს მაცხოვარს მოცემული იმის სასწავლებლად, თუ როგორ ვიცხოვროთ. ერთ-ერთი არის იგავი ტალანტების შესახებ (მათე, 25. 14-30): ბატონი ურიგებს თავის მსახურებს ტალანტებს. შემდეგ ბატონი მიდის. რომ ბრუნდება, მათგან მონაგებს ითხოვს. ვისაც ორი მიეცა – ოთხი დაახვედრა, ვისაც ხუთი მიეცა – დამატებით კიდევ ხუთი დაახვედრა და ვისაც ერთი მიეცა, იმან არაფერი დაახვედრა. საოცარი სწავლებაა. თითოეულ ადამიანს ღმერთი ნიჭს გვაძლევს, მაგრამ ეს ნიჭი აუცილებლად უნდა გავამრავლოთ. ძალისხმევა კი უნდა იყოს იმის შესაბამისი რა ნიჭიც მოგვეცა. ეს მხილებაა ყველა იმ ვითომ ქრისტიანისა, რომელნიც ფიქრობენ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა და მე არაფერი უნდა გავაკეთოო. შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის გარეშე შენს საკუთარ ღირსებას ვერ აღიდგენ, რასაც ღვთის ხატობა და მსგავსება ჰქვია. დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
ლექსები და სახალისო თემები♥ყველაფერი ანუკისათვის♥
:Angel Angel
დიდი სამშაბათს ასევე ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის უფალი.
სხვადასხვა იგავური სახეები აქვს მაცხოვარს მოცემული იმის სასწავლებლად, თუ როგორ ვიცხოვროთ. ერთ-ერთი არის იგავი ტალანტების შესახებ (მათე, 25. 14-30): ბატონი ურიგებს თავის მსახურებს ტალანტებს. შემდეგ ბატონი მიდის. რომ ბრუნდება, მათგან მონაგებს ითხოვს. ვისაც ორი მიეცა – ოთხი დაახვედრა, ვისაც ხუთი მიეცა – დამატებით კიდევ ხუთი დაახვედრა და ვისაც ერთი მიეცა, იმან არაფერი დაახვედრა. საოცარი სწავლებაა.
თითოეულ ადამიანს ღმერთი ნიჭს გვაძლევს, მაგრამ ეს ნიჭი აუცილებლად უნდა გავამრავლოთ. ძალისხმევა კი უნდა იყოს იმის შესაბამისი რა ნიჭიც მოგვეცა. ეს მხილებაა ყველა იმ ვითომ ქრისტიანისა, რომელნიც ფიქრობენ, რომ ყველაფერი ღვთის ნებაა და მე არაფერი უნდა გავაკეთოო. შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის გარეშე შენს საკუთარ ღირსებას ვერ აღიდგენ, რასაც ღვთის ხატობა და მსგავსება ჰქვია.
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე