ზღვისფერი სევდა ეხვევა დარდებს. გულიც ზღვასავით ბობოქრობს როცა, ეს მონატრება ამ.გულს ადარდებს. კვლავ გამიტაცა ტალღების ცქერამ, შენი თვალები მათში დავლანდე. ო როგორ ძლიერ მომნატრებია ზღვისფერ თვალების ეს სიკაშკაშე. მოვუხმობ წარსულს, გავცქერ მომავალს, ვიწრო ბილიკიც ბევრი ვიარე. ბევრი სიმწარე დამიხვდა გზაზე, მაგრამ არ გავტყდი, გამოვიარე. თუმც სიყვარულში არ გამიმართლა, დარდიან გულით მაინც ვიიარე. ზღვისფერ თვალებში ვეძებდი შვებას, შენ კი წახვედი, არ დამიცადე. გავცქერი ზღვას და ჩემი გული ზღვისფერი სევდით აივსო უცებ. შენს მონატრებას ზღვას გამოვატან, ალბათ დახვდები და შენც მინატრებ. 03.07.2017 მზია კაპანაძე
ლექსები და სახალისო თემები♥ყველაფერი ანუკისათვის♥
:mzia kapanadze
მიყვარს ზღვა, მაგრამ არ ვიცი რატომ,
ზღვისფერი სევდა ეხვევა დარდებს.
გულიც ზღვასავით ბობოქრობს როცა,
ეს მონატრება ამ.გულს ადარდებს.
კვლავ გამიტაცა ტალღების ცქერამ,
შენი თვალები მათში დავლანდე.
ო როგორ ძლიერ მომნატრებია
ზღვისფერ თვალების ეს სიკაშკაშე.
მოვუხმობ წარსულს, გავცქერ მომავალს,
ვიწრო ბილიკიც ბევრი ვიარე.
ბევრი სიმწარე დამიხვდა გზაზე,
მაგრამ არ გავტყდი, გამოვიარე.
თუმც სიყვარულში არ გამიმართლა,
დარდიან გულით მაინც ვიიარე.
ზღვისფერ თვალებში ვეძებდი შვებას,
შენ კი წახვედი, არ დამიცადე.
გავცქერი ზღვას და ჩემი გული
ზღვისფერი სევდით აივსო უცებ.
შენს მონატრებას ზღვას გამოვატან,
ალბათ დახვდები და შენც მინატრებ.
03.07.2017
მზია კაპანაძე