მართლა ბრმა ყოფილა სიკვდილი!!
შენთან მოსვლა რომ გაბედა .
შენი ლამაზი სიცოცლე
წამებში როგორ გაჩერდა 🙏🏻😭💔
ყველას წაგვართვა სილაღე
მზეც უშენობით ჩაბნელდა,
სამყაროს ერთი ყვავილი
ზეცაში წასვლას დანებდა!!
ვაი რა ვუთხრათ დედაშენს?!
ცხოვრება მისთვის განელდა ,
ყველა ნატვრა და ოცნება
გულში ცეცხლივით დაეწვა!!
რით ვანუგეშო დავმუნჯდი……
ცრემლები თვალებს ერევა,
ვერცერთი სიტყვა ვერ ვნახე
ამ ტკივილს რომ მოერევა🙏🏻😭💔
ინგა გამაგრდი დაიკო
უფალმა ასე ინება!!!
მის საუფლოში გულთახლოს
ანგელოზებთან იქნება!!!
მარის ლოცვით და კურთხევით
ცხოვრება გაგიგრძელდება,
მის ალექსანდრეს მფარველად
შენი სიცოცლე სჭირდება !!!
დედაშვილობა არასდროს!!
არასდროს არ დამთავრდება!!!
მარის უმაკო სული კი
მუდამ უკვდავი იქნება 🙏🏻🙏🏻🙏🏻
ნათელში იყოს