Комментарии
- 30 ноя 2022 06:56Manana OK
️ - 30 ноя 2022 11:42manana tadiashvili(arabuli)
️
️
️ - 1 дек 2022 21:24ნ ხუნწარია
- 2 дек 2022 12:10Xato Sadunishvili


- 4 дек 2022 12:32MiSHo ToDuA ••
️ - 8 дек 2022 22:52meri🌹🌹🌹 Meri🌹🌹🌹
️ - 18 дек 2022 18:49მია 555

- 6 янв 2023 17:41irma M S
️
Для того чтобы оставить комментарий, войдите или зарегистрируйтесь
ლექსები და სახალისო თემები♥ყველაფერი ანუკისათვის♥
:🐞💐🐞ჯანელიძე👒 ვარ კი🐞💐🐞
მივდივარ,შენს სულში ვერ ვნახე ადგილი,
ვერ მოგეც სინათლე,საღამოს ბინდი ვარ,
მერწმუნე,ეს წასვლა არ არის ადვილი,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ.
შენს თვალებს შერჩება მშიერი ფერები,
გარიდებ ცრემლებს და წამებიც დავთვალე,
წასვლისას ერთხელაც მომხვიე ხელები,
ხელები,ოდესღაც ჩემად რომ ჩავთვალე.
მეგონა,სულ მცირე სინანულს მომცემდი,
მიკივის სული და თვალთმაქცად მშვიდი ვარ,
შენ ხომ მე ყოველთვის ასე მაოცებდი,
ღიმილებს გიტოვებ,ცრემლებით მივდივარ.
არეულ ნაბიჯებს ლოდები ეკიდა,
მივათრევ სიცოცხლეს დროებით ნათხოვარს,
ვიცოდი,არ ვიყავ მე შენი ნეკნი და,
ჩათვალე ,გზად შეხვდი გრძნობების
მათხოვარს.
მათხოვარს,თუმც არა ღირსება წართმეულს,
გულში რომ ჩაუგდე იმედის ნამცეცი,
გიტოვებ ღამეებს საშენოდ გათეულს,
და ასე უძილო,თუ სადმე დავეცი...
ჯანდაბას,ერთხელაც ამეწვას მუხლები,
ვალი მაქვს ამქვეყნად,ღმერთის და
გამჩენის,
მიმყვება გრძნობები,ასე ხელუხლები,
მივდივარ,სურვილი მიმყვება დარჩენის.
ცერებზე ვიწევი,გულზე რომ გაკოცო,
იქ სადაც საჩემო ადგილი ვერ ვნახე,
წასვლისას,ალალად მინდა რომ დაგლოცო,
ნამდვილი გრძნობებით დღეგრძელი მენახე.
მომისწრო საღამომ,
ისედაც ბინდი ვარ,
დრო ისე აჩქარდა,წამებსაც ვერ უთვლის,
გიტოვებ ჩემს გულს და უგულოდ მივდივარ,
იქ უკვე შენ სახლობ და შენვე გეკუთვნის.