იმ ფიფქებსაც მოფარფატეს , იმ ჰორიზონტს გადმომყურეს , იმ წყალს წვიმით მოკამკამეს , იმ ვარსკვლავებს მორაკრაკეს მთვარეს ჩუმად მოჩურჩულეს , ღამის წყვდიადს მობაასეს , ფიქრი ფერით მოახურეს ... იმ ცის კიდეს უსასრულოს ზღვარზე გავლილ ნაფეხურებს სილუეტად გადავლილი დრო მის დღეებს მიაშურებს , მთვარემ ჩურჩულს გადაუსწრო ღამეს ისევ მოაბრუნებს ... საჭე დროის ქარტეხილებს გაასწრებს და გაამძაფრებს .. ფიფქის ფერად წარმოთქმული რეალობა ილუზიებს თავბრუს ახვევს , ზღვარი თავის წესებს ჰორიზონტთან ადგენს ... ღამის ჭორებს აყოლილმა ვარსკვლავებმა რა აღარ თქვეს !!!! გულინა კბილაშვილი 13.12.2024წ.
ლექსები და სახალისო თემები♥ყველაფერი ანუკისათვის♥
:🦁🐉 1988
იმ გზის კიდეს იმ ნაკვალევს
იმ ფიფქებსაც მოფარფატეს ,
იმ ჰორიზონტს გადმომყურეს ,
იმ წყალს წვიმით მოკამკამეს ,
იმ ვარსკვლავებს მორაკრაკეს
მთვარეს ჩუმად მოჩურჩულეს ,
ღამის წყვდიადს მობაასეს ,
ფიქრი ფერით მოახურეს ...
იმ ცის კიდეს უსასრულოს
ზღვარზე გავლილ ნაფეხურებს
სილუეტად გადავლილი
დრო მის დღეებს მიაშურებს ,
მთვარემ ჩურჩულს გადაუსწრო
ღამეს ისევ მოაბრუნებს ...
საჭე დროის ქარტეხილებს
გაასწრებს და გაამძაფრებს ..
ფიფქის ფერად წარმოთქმული
რეალობა ილუზიებს თავბრუს ახვევს ,
ზღვარი თავის წესებს ჰორიზონტთან ადგენს ...
ღამის ჭორებს აყოლილმა
ვარსკვლავებმა რა აღარ თქვეს !!!!
გულინა კბილაშვილი
13.12.2024წ.