არც ისე შორს და არც ისე ახლოს ,

ჰორიზონტზე ამავდროს ,
კვალი არჩევს ნაფეხურს,
გატყორცნილი მზერა სიდიადეს დარაჯობს,
თვალი ხედავს ამავ დროს ,
დასაწყისის დასასრულს ...
მიუწვდომელ სივრცეს ფიქრი
წვდომით არ ანდობს ,
ვიღაც ისევ არ დარდობს...
გადაკრული ლაჟვარდი წვიმას წვეთევს არ ატყობს
სიჩუმეში ფერები ირევიან ამავ დროს ...
ღამე წყვდიადს ეხვევა მორჩილებას აღარ სთხოვს ,
მაჯის ფსკერზე დახრილი მთვარე არავისთან ბაასობს,
ამავდროს,არ დარდობს,არ ატყობს,
სიდიადე ვარსკვლავთა უნიათოდ ლასლასობს...
ჰორიზონტი ეშვება გადაღლილი სვეტივით,
ღამე განდეგილივით ,
ძალით დილას დარაჯობს ..
მაჯის ფსკერზე დახრილი მთვარე ღამეს ერევა მაინც უმისამართოდ
არც ისე შორს და არც ახლოს . ...
გულინა კბილაშვილი
25.05.2025.წ

არც ისე შორს და არც ისე ახლოს , - 982667227641

Комментарии