გოგონა წყაროზე

წყაროს წყალზე დადიოდა გოგო,დიდი კოკითა.ვარდის სილამაზე ჰქონდა,გასაშლელი კოკრითა.
ვახ,ფერია იყო ვითომ?!ცით მოსული მანანა?!დადიოდა წყარო თვითონ,ერთი კოკის ამარა.
სუყველა მას უყურებდა,ნამდვილად მზე თუ იყო!ზღვა იყო და დუდუნებდა და სად დამალულიყო?!
_გოგოვ,გშვენის ფრთების გაშლა.ნუ მწვავ ადამიანო.შენს სოფელში წყარო დაშრა,ჩვენსკენ რომ არ იარო?!
ჩამოჯექი გოგოვ აგერ,ლექსი გიძღვნა,დაგხატო!ვაიმე,რომ შემიყვარდე,სატრფიალო გაგხადო..
ვახმე,გოგოვ სატრფო თუ გყავს!გინდა მადარდიანო?!გადავრჩები დავლევ თუ,წყალს.შენი ხელით,ტრფიალო!
წყალი სულაც არ მინდოდა.ჰო,სიმართლე რომ გითხრა.წყაროს წყალზე დადიოდა გოგო,დიდი კოკითა.
მამუკა უნგიაძე

Комментарии

Комментариев нет.