მარტო შენ ერთს რომ შეგაბა ფრთები, აქედან შორს რომ გადაგაფრინო და აგარიდო ბინძური ხმები. ნეტავი ასე რა დააშავე შენ რომ გამწარებთ როგორა ვტკბებით, ჯერ გამცირებთ და სადღეგრძელოზე ცრემლმორელი ფეხზე გიდგებით. ეხ საქართველოვ რაც თავი მახსოვს სულ ამ დღეში ხარ არც კი იღლები, რამდენჯერ მოგკლეს მაგრამ ვერ გკლავენ ისევ ბევრჯერაც ჩაიწიხლები. მადლობა უფალს არ მიგატოვებს იგი გმფარველობს თორემ მოგკლავდნენ, რაღას აშავებ ნეტა ვიცოდე წინაპრები ხომ შენზე ბოდავდნენ. გემუდარები ფარხმალს ნუ დაყრი აქ სკამის გამო სულ იყო ჯახი, სხვის გაკეთებულს და სხვის ნაომარს არც არასოდეს ჰქონია ფასი. ამ სამოთხეს რომ შეიძულებენ იმას მტრის გარდა რა ქვია მითხარ, მტრების ჯინაზე ჩემო სამშობლოვ უნდა იცოცხლო და თანაც დიდ ხანს. ღმერთმა არა ჰქნას შენ რომ დაეცე მჯერა რომ ბევრსაც გაუხარდება, რამდენი დადის ამ ქვეყანაზე ადამიანის მსგავსი არსება. გამაგრდი ისე როგორც არასდროს ტკივილი მუდამ შენი ხვედრია, ვაჟკაცი შენ თოფს აღარ გესვრის და გაუძელ თუ კი მხეცნი გესვრიან. გურამ ხანგოშვილი. 2025.12.09. პანკისი.
ლექსები და სახალისო თემები♥ყველაფერი ანუკისათვის♥
:🌺მოვა უკეთესი🐞 დღეები🌺ანუშკი
ჩემო სამშობლოვ ნეტა შემეძლოს
მარტო შენ ერთს რომ შეგაბა ფრთები,
აქედან შორს რომ გადაგაფრინო
და აგარიდო ბინძური ხმები.
ნეტავი ასე რა დააშავე
შენ რომ გამწარებთ როგორა ვტკბებით,
ჯერ გამცირებთ და სადღეგრძელოზე
ცრემლმორელი ფეხზე გიდგებით.
ეხ საქართველოვ რაც თავი მახსოვს
სულ ამ დღეში ხარ არც კი იღლები,
რამდენჯერ მოგკლეს მაგრამ ვერ გკლავენ
ისევ ბევრჯერაც ჩაიწიხლები.
მადლობა უფალს არ მიგატოვებს
იგი გმფარველობს თორემ მოგკლავდნენ,
რაღას აშავებ ნეტა ვიცოდე
წინაპრები ხომ შენზე ბოდავდნენ.
გემუდარები ფარხმალს ნუ დაყრი
აქ სკამის გამო სულ იყო ჯახი,
სხვის გაკეთებულს და სხვის ნაომარს
არც არასოდეს ჰქონია ფასი.
ამ სამოთხეს რომ შეიძულებენ
იმას მტრის გარდა რა ქვია მითხარ,
მტრების ჯინაზე ჩემო სამშობლოვ
უნდა იცოცხლო და თანაც დიდ ხანს.
ღმერთმა არა ჰქნას შენ რომ დაეცე
მჯერა რომ ბევრსაც გაუხარდება,
რამდენი დადის ამ ქვეყანაზე
ადამიანის მსგავსი არსება.
გამაგრდი ისე როგორც არასდროს
ტკივილი მუდამ შენი ხვედრია,
ვაჟკაცი შენ თოფს აღარ გესვრის და
გაუძელ თუ კი მხეცნი გესვრიან.
გურამ ხანგოშვილი.
2025.12.09.
პანკისი.