მე ვხედავ მზეს და მე ვხედავ ნოდარს!ხელისგულივით ვხედავ გურიას!ხატიას ვხედავ,გურულ მზეს რომ ჰგავს და სოსოიას მზერას გულიანს. მე ვხედავ მზეს და იმ ზურიკელას ბებიამ უბით რომ გამოზარდა,ასე რომ უყვარს სოფელში ყველას. ილარიონი,ილიკო ანდა.. მე ვხედავ მზეს და სხივივით მერის ალაგესთან რომ აგერ მოადგა.ოლღა ბებიას საცრისთვის ელის.ჰა,ზურიკელაც მერე მოვა და მე ვხედავ მზეს და როგორც ეჟვანმა დაიწკრიალა კახამბალის ტოტზე.თოვლში მიღარღნის აგერ ბეჟანა.მზე ძვლივს ეტევა დევივით ტორზე. მე ვხედავ მზეს.ცა ისე ლურჯია,ვით ზღვა!ჰა,მთვარემ გადმოიხედა.მზიანი ღამე ნოდარს უძღვნია.ნუ გეშინია(ხმა ისმის)დედა.. მე ვხედავ მზეს რომ თვალებს გაახელს,რომ გაანათა ატმის ბაღები.ქათქათა ღრუბლის იალქანს არხევს.ღრუბლები,თეთრი ბაირაღები.. მე ვხედავ მზეს თუ გურიის თავზე როგორ ინთება,ვით იალონი.ადამიანებს ოდითგან მხარზე მარადისობის გვაწევს კანონი! მე ვხედავ მზეს რომ ნაპერწკალიდან დიდი კოცონი დაინთო,გაჩნდა!არ იწერება მერე თავიდან ახალი ინგა და კუკარაჩა! მე ვხედავ მზეს რომ გულებში დარჩა,რომ კიდევ იტყვის ათასჯერ,სათქმელს!ვხედავ,გურიას,გულში რომ ჩამრჩა და ვხედავ ნოდარს გურიის სახეს. მამუკა უნგიაძე
ლექსები და სახალისო თემები♥ყველაფერი ანუკისათვის♥
:Mamuka Ungiadze
მე ვხედავ მზეს
მე ვხედავ მზეს და მე ვხედავ ნოდარს!ხელისგულივით ვხედავ გურიას!ხატიას ვხედავ,გურულ მზეს რომ ჰგავს და სოსოიას მზერას გულიანს.
მე ვხედავ მზეს და იმ ზურიკელას ბებიამ უბით რომ გამოზარდა,ასე რომ უყვარს სოფელში ყველას.
ილარიონი,ილიკო ანდა..
მე ვხედავ მზეს და სხივივით მერის ალაგესთან რომ აგერ მოადგა.ოლღა ბებიას საცრისთვის ელის.ჰა,ზურიკელაც მერე მოვა და
მე ვხედავ მზეს და როგორც ეჟვანმა დაიწკრიალა კახამბალის ტოტზე.თოვლში მიღარღნის აგერ ბეჟანა.მზე ძვლივს ეტევა დევივით ტორზე.
მე ვხედავ მზეს.ცა ისე ლურჯია,ვით ზღვა!ჰა,მთვარემ გადმოიხედა.მზიანი ღამე ნოდარს უძღვნია.ნუ გეშინია(ხმა ისმის)დედა..
მე ვხედავ მზეს რომ თვალებს გაახელს,რომ გაანათა ატმის ბაღები.ქათქათა ღრუბლის იალქანს არხევს.ღრუბლები,თეთრი ბაირაღები..
მე ვხედავ მზეს თუ გურიის თავზე როგორ ინთება,ვით იალონი.ადამიანებს ოდითგან მხარზე მარადისობის გვაწევს კანონი!
მე ვხედავ მზეს რომ ნაპერწკალიდან დიდი კოცონი დაინთო,გაჩნდა!არ იწერება მერე თავიდან ახალი ინგა და კუკარაჩა!
მე ვხედავ მზეს რომ გულებში დარჩა,რომ კიდევ იტყვის ათასჯერ,სათქმელს!ვხედავ,გურიას,გულში რომ ჩამრჩა და ვხედავ ნოდარს გურიის სახეს.
მამუკა უნგიაძე