12 мая 2015
თვალებს შეუძლიათ- იცინონ
თვალებს შეუძლიათ -იტირონ
თვალებს შეუძლიათ -იცქირონ,
შემდეგ დაღლილებმა-იძინონ
თვალებს შეუძლიათ- შეყვარება
თვალებს შეუძლიათ -დავიწყება
თვალებს შეუძლიათ -მოგონება
თვალებს ძალუძს შეჩვენება, ბოღმის შეჩერება, შეკავება
თვალებს ბევრის გული შეუცვლია
თვალებს ბევრი რამე შეუგრძვნიათ
სანამ სიყვარული იარსებებს თავალებს ყველაფერი შეუძლიათ
და ეს ტკივილი ჭრილობას არ ჰგავს,
ძნელია, როცა გრძნობები ცივად,
ფერებს იცვლის და გული შენი მათ ნელა კარგავს.
ძნელია, როცა ამ ტკივილს იტან,
დაკარგულ გრძნობის არსება ხდები,
ხანდახან, როცა ტირილი გინდა,
ცრემლებს იკავებ, დარდისგან დნები.
როცა გინდა, რომ ვინმეს გაანდო
გულში ნადები, რამე სათქმელი
და მის მზერაში სიცივეს იგრძნობ,
ტკივილი გიპყრობს უფრო მტანჯველი.......
ისე ბევრი უძლებს ბოლომდე, ამ წუთისოფლის გზაზე ხეტიალს... მთავარი
არის... როგორ იცოცხლებ, თორემ... სიკვდილი ყველას ხვედრია!...