გადავიხვეწეთ უცხო მიწაზე,

და ვჭკნებით, როგორც უწყლოდ ვარდები.
მოვწყდით მშობლიურ მიწას და ოჯახს, გამოვიხურეთ სახლის კარები, გულის ნაწილი შვილებთან დაგვრჩა, ცრემლით გვევსება დღემდე თვალები.
ვინაც შვილების დასაპურებლად, არ შევუშინდით არც გზას, არც ავდარს, უცხო ენაზეც ავლაპარაკდით, მასწავლებელი თუმცა არც გვყავდა.
გაჭირვებას თუ მიჩვენებ, უთქვამთ... და ჩვენც გაქცევით ვუშველეთ თავებს, აქ წამოსვლამდე, ვინ შეგვეკითხა, როგორ ცხოვრობთო, თუ გიჭირთ რამე?
ზოგს თუ იოლი ერგო ცხოვრება რაც არ იციან, ჭორს ნუ ხლართავენ, არვის ვუსურვებ ეს გამოსცადოს, ნურც აგდებულად ნუ მოგვმართავენ,
ვის რას ვუშავებთ, ნუთუ არ კმარა, ეს ნაღველი და ეს ნოსტალგია, ნუთუ გვჯობია ის, ვინც იქ დარჩა, არას აკეთებს,არც ვის არგია,
ჩვენ თუ სიცოცხლის ლამაზი წლები, სხვათა მოხუცებს აქ შევალიეთ, და უამრავმა მშობლები მისი , ბოლო გზაზეც კი ვერ გააცილეს..
როგორც ჩიტები გალიებში ვართ, ოღონდ სიმღერა ვერც კი გვითქვია, ჩვენი ქართული, როგორც ლოცვები, გულში ჩურჩულით წარმოგვითქვია.
ემიგრანტებო უნდა გავუძლოთ, თუმც გული სევდით დაგვმძიმებია, მხოლოდ უფალმა ჩვენმა თუ იცის, რამდენი ღამე არ გვძინებია,
იცის მან ყველა ჩვენი ნაბიჯი,
დაგვიცავს თუკი გაგვიჭირდება , ალბათ დადგება ის ნანატრი დღეც, ჩვენი ქვეყანა კვლავ გაბრწყინდება,
მაშინ ჩვენთვისაც გაზაფხულდება, და გამოჩნდება დაბრუნების გზა პირჯვარს გადვიწერთ ნაჯაფ ხელებით, შინ დაბრუნება რომ კვლავ გვეღირსა.
ნუ დაღონდებით, გულს ნუ გაიტეხთ, ჩვენ ხომ ალალი შრომით ვარსებობთ, იმის გჯეროდეთ, რომ დასაკარგი,
შვილი არა ყავს ჩვენს საქართველოს.

Комментарии

  • 26 мая 2015 14:59
    dzaan magaria da namdvilad mtkivneuli titoeuli qartvelistvis.mowyvetili sayvarel shvilebs da ojaxs,gmertma daglocot da gagadzlierot emigrantebo. :-):-):-)(lo)(lo):'((hu)(hu)(hu)(hu)(hu)(hu)(hu)(lo)(lo):-):-):-)                  
  • 26 мая 2015 15:00
    bodishit zogi smailikis shecdomit daweristvis 
  • 26 мая 2015 15:04
    Gaixareee kvela mshvidobit davbrunebulikavit ukan
  • 26 мая 2015 15:05
    amin uplis wyaloba da siyvaruli ar mogklebodet mand ucxo miwaze
  • 26 мая 2015 15:22
    martlac gmetto yvela emigranti mshvidobit dabrundes samshobloshi
  • 26 мая 2015 15:23
    ;-)(K)
  • 26 мая 2015 15:35
    Gaixare me ar minaxia titqmis erti welia :-(
  • 26 мая 2015 15:42
    Ivlishi mivdivar magram isev ukan unda davbrunde samwuxarot:-(
  • 26 мая 2015 15:51
    სადაც არ უნდა ვიყო,ჩემთვის მზე საქართველოდან ამოდის  და საქართველოში ჩადის..!უზომოდ მენატრება ყველა და ყველაფერი..:-(:-(  
  • 26 мая 2015 15:53
    ემიგრანტს ჩახედეთ თვალებში
    ნუ კითხავთ "რატომ არ ბრუნდება"
    ,მის ტკივილს თვალები გეტყვიან
    თვალები, ცრემლით რომ დუღდება
    .ემიგრანტს მხნეობა აჩუქეთ
    ჰაერზე მეტად რომ სჭირდება,
    , ჯანი და ძალ-ღონე გვეცლება
    ყველაფრის ექიმი გვჭირდება
    მოგვხედეთ, მადლი და სიკეთე
    თავის გზას ოქროსფრად დაქარგავს,
    ხის ფესვებს წყალი თუ დააკლდა,
    ფოთლები მშვენებას დაკარგავს.
    რამდენს კი საწოლზე მიჯაჭვულს
    იმედის ფერები წაერთვა
    ამ დუხჭირ ცხოვრებას უფულოდ,
    ეჭიდა, თავი ვერ გაართვა
    .ჩვენს ყოფას მხოლოდ ის გაიგებს,
    ,ვინც ჩვენი ცხოვრებით იცხოვრა
    ვინც ნატვრის, სიშორის ქარცეცხლში
    ქრებოდა, უალოდ იწვოდა.
    მერწმუნეთ, არ არის ადვილი,
    ჯანმრთელი დაბრუნდე შვილებთან
    მოგვხედეთ სანამდის დრო არის,
    ,ცხოვრება წამებში ილევა
  • 26 мая 2015 16:30
    Cudia;-)
  • 26 мая 2015 16:43
    Zvirfaso eka,kvela emigrantis gulis zuxili tkveni shesanishnavi  poesiit gadmoecit.
  • 26 мая 2015 16:47
    Didi madloba gaixaret(K)