ვდგევარ და ვტირივარ ,წყალს გაჰყვა იმედი,

ვფიქრობდი- გიპოვო,იქნება.
სიზმარში მდინარე გვყოფდა და გვსაზღვრავდა
კალაპოტს ანგრევდა დინება.
გაღმა ნაპირიდან მესმოდა შენი ხმა,
როგორც,- გედის ბოლო სიმღერა.
მტრედების ღუღუნსაც ჰგავდა და არც ჰგავდა
ცას ეკრა შავი და უკუნი.
ხელი რომ გაგიშვი ,მე მაშინ დაგკარგე
ვიცი,რომ არ უნდა გამეშვი.
თიკო არაგველი

ვდგევარ და ვტირივარ ,წყალს გაჰყვა იმედი, - 802801870329

Комментарии