კარგად სამყაროვ, მე მივდივარ გემშვიდობებით მინდა ვიყვირო, გაგაგონოთ ხმა ჩემ წასვლამდე და არ გავჩერდე, ემოციის, გრძნობის დაცლამდე მინდა ვიყვირო, და სათქმელი ჩავტიო ყველა ყველაფერს გეტყვით, თუ რითმებიც წამომეშველა მინდა ვიყვირო, მთელი ხმით რომ მე შევიშალე მე ის გულჩვილი აღარავარ, მე შევიცვალე მინდა ვიყვირო, აღარ მინდა თქვენი გაგება მე უკვე თქვენი არაფერი არ მენაღვლება მინდა ვიყვირო, მე არავინ აღარ მჭირდებით წადით, მომშორდით, შუა გზაზე ნუ მეხიდებით მინდა ვიყვირო, მეზიზღებით ნიღბებიანად თქვენ შეგაჭამეთ ყველა ჩემი ნერვი მთლიანად მინდა ვიყვირო, გადამევსო თმენის თასები და მე დღეს უკვე კარგად ვიცი, ყველას ფასები მინდა იცოდეთ გაგიცანით უკვე ჩიტებო ნაბიჯით იარ თავენ ვითომდა მარგალიტებო გიგა მუჭაური
ლექსები და სახალისო თემები♥ყველაფერი ანუკისათვის♥
:ღარიბი მელექსე გიგა მუჭაური
მინდა ვიყვირო, მთელი ხმით და მთელი გრძნობებით
კარგად სამყაროვ, მე მივდივარ გემშვიდობებით
მინდა ვიყვირო, გაგაგონოთ ხმა ჩემ წასვლამდე
და არ გავჩერდე, ემოციის, გრძნობის დაცლამდე
მინდა ვიყვირო, და სათქმელი ჩავტიო ყველა
ყველაფერს გეტყვით, თუ რითმებიც წამომეშველა
მინდა ვიყვირო, მთელი ხმით რომ მე შევიშალე
მე ის გულჩვილი აღარავარ, მე შევიცვალე
მინდა ვიყვირო, აღარ მინდა თქვენი გაგება
მე უკვე თქვენი არაფერი არ მენაღვლება
მინდა ვიყვირო, მე არავინ აღარ მჭირდებით
წადით, მომშორდით, შუა გზაზე ნუ მეხიდებით
მინდა ვიყვირო, მეზიზღებით ნიღბებიანად
თქვენ შეგაჭამეთ ყველა ჩემი ნერვი მთლიანად
მინდა ვიყვირო, გადამევსო თმენის თასები
და მე დღეს უკვე კარგად ვიცი, ყველას ფასები
მინდა იცოდეთ გაგიცანით უკვე ჩიტებო
ნაბიჯით იარ თავენ ვითომდა მარგალიტებო
გიგა მუჭაური