ამ ლექსს ვუძღვნი ყველა ემიგრანტს, ღმერთმა ძალა და გამძლეობა მოგცეთ, გმირებო!
/ მე მიყვარს მოსიყვარულე, გულწრფელი, ემიგრაცია, გულით ნათქვამი სჯობია ,,თენქიუ" თუნდაც ,,გრაცია" / თქვენ ერთმანეთის კვლაში და, სისხლის ღვრაში ხართ გართული, მათ თუ ერევათ სიტყვები, გული აქვთ თქვენზე ქართული! / აქ ბევრი, ვითომ ქართველი, ვითომ ვაჟკაცი კაცია, იქიდან ზურგს გვიძლიერებს, ვაჟკაც ქალთ ემიგრაცია. / გინდ კაცი იყოს, გინდ ქალი, შვილებს შესწირეს ის წლები, სადაც არ უნდა წახვიდე, არსებით ვერ შეიცვლები. / და თუ შვილს სწირავ ცხოვრებას, ის შვილი შენი ერია! და ის ტანჯული ცხოვრებაც, ბევრ ლაღზე მშვენიერია! / გიგა მუჭაური.
ლექსები და სახალისო თემები♥ყველაფერი ანუკისათვის♥
:ღარიბი მელექსე გიგა მუჭაური
ამ ლექსს ვუძღვნი ყველა ემიგრანტს, ღმერთმა ძალა და გამძლეობა მოგცეთ, გმირებო!
/
მე მიყვარს მოსიყვარულე,
გულწრფელი, ემიგრაცია,
გულით ნათქვამი სჯობია
,,თენქიუ" თუნდაც ,,გრაცია"
/
თქვენ ერთმანეთის კვლაში და,
სისხლის ღვრაში ხართ გართული,
მათ თუ ერევათ სიტყვები,
გული აქვთ თქვენზე ქართული!
/
აქ ბევრი, ვითომ ქართველი,
ვითომ ვაჟკაცი კაცია,
იქიდან ზურგს გვიძლიერებს,
ვაჟკაც ქალთ ემიგრაცია.
/
გინდ კაცი იყოს, გინდ ქალი,
შვილებს შესწირეს ის წლები,
სადაც არ უნდა წახვიდე,
არსებით ვერ შეიცვლები.
/
და თუ შვილს სწირავ ცხოვრებას,
ის შვილი შენი ერია!
და ის ტანჯული ცხოვრებაც,
ბევრ ლაღზე მშვენიერია!
/
გიგა მუჭაური.