მოდი და

უსიტყვოდ მაჩუქე ფიქრები...
გავცვალოთ გულები,
დარდებს რომ ინახავს
შენ რჩები წარსულში,
ჩემი არ იქნები...
მე, ისევ მე ვარ და
მე ისევ, მიყვახარ...
გაუშვი,
იფრინოს საკუთარ ნებაზე...
ფიქრებმა გააძღოს მშიერი სხეული...
საკუთარ როლებთან დავრჩებით სცენაზე...
სულებად,
დარდებად,
ოცნებად ქცეული...
მაჩუქე,
უსაზღვრო ფიქრი და გონება...
შენამდე სავალი, გავლიო ლოცვაში...
მე მაინც,
შენს გამო დავთმობდი ცხოვრებას...
ყველაფერს გავცვლიდი,
ერთადერთ კოცნაში...
მაკოცე,
უსიტყვოდ მომეცი იმედი...
რომ შევძლო
ტკივილის, წარსულში შენახვა...
მე მაინც შევცვლიდი,
წერტილებს მძიმეთი...
რომ შენი ღიმილი,
ხელახლა მენახა...
მასწავლე,
რა ვუყო უშენოდ ამ დარდებს...
ან ფიქრებს რა ვუყო,
წლები რომ ვინახავ...
მე შენთვის ვლოცულობ
და ახლაც მადარდებ...
მე ისევ გელი და
მე ისევ მიყვარხარ...
არ მინდა,
მზე ისევ უდროოდ ჩავიდეს...
ცხოვრება შავ-თეთრ ფერებად დაიყოს...
გეძახი!
წამოდი!
ისე შორს წავიდეთ...
რომ გულში დავმარხოთ, აქამდე რაც იყო..

Комментарии

Комментариев нет.