შინმოუსვლელი

-------------------------
დღევანდელმა 9 მაისმა ისევ
ამიშალა მოგონება მწველი,
გამახსენა ჩემი პაპა ისევ,
მისი უღვთოდ დაკარგული ძვლები.
ნეტავ რაზე ოცნებობდა პაპა,
რა ფიქრები,რა გეგმები ჰქონდა?
როგორ მოსპო და გააქრო მარად
საზიზღარმა და ვერაგმა ომმა.
იქნებ მართლაც სასწაული მოხდა,
იქნებ დღესაც ცოცხალია სადმე.
იქნებ მაშინ რა პირობა ჰქონდა,
ვინაობას იქნებ ვეღარც ამხელს.
ან იქნება სადმე განისვენებს,
გულს აყრია სულ სხვა ქვეყნის მიწა,
იქნებ,როცა სულსა ლევდა კაცი,
ავედრებდა უფალს ცოლს და შვილსა?!
ღმერთო,თუკი ცოცხალია სადმე,
თუკი მართლაც გადაურჩა ომს,
ნუ მოაკლებ შენს წყალობას,ნათელს
და სიცოცხლეც გაუგრძელე გთხოვ!
/მანანა ბოჭორიშვილი/

შინმოუსვლელი - 834695618809

Комментарии

Комментариев нет.