ქართველ ჯარისკაცებს

------------------------------
ვუმღეროთ მოდით
ქართველ ჯარისკაცებს!
მათთვის ავაჟღეროთ სიმი,
მოდით ვუსურვოთ
იმ ჩვენს ჯარისკაცებს,
ხვთიური წყალობა დიდი,
ვუთხრათ რომ იცოდნენ,
ეს, ჩვენი გულები, მათთვის
კარგს ისურვებს მუდამ,
სამშობლოს საზღვრებზე
ნათევ ყოველ ღამეს
და მტერთან შეუდრეკ ბრძოლას,
ყოველი ქართველი,
გულით დავუფასებთ,
უფალი დალოცავთ მუდამ!
დავჭექოთ! ვუმღეროთ
ქართველ ჯარისკაცებს!
დავლოცოთ, ვილოცოთ მათთვის,
ბოლომდე დავლიოთ
მათი სადღეგრძელო!
პირამდე ავსილი თასით,
გმირულად დაღუპულთ...
ნათელი, სანთელი,
არდავიწყება, ხსოვნა!
მოდით! გაუმარჯოს
იმ ჩვენს ჯარისკაცებს,
ვინც იცის ერთგული ბრძოლა!
(ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე)

ქართველ ჯარისკაცებს
 - 857659952889
gif

Комментарии

Комментариев нет.