https://youtu.be/r8fYDWyHncQ

ეს წერილი დაიწერა თურქეთში მოკლედ ბინაში მე და ორი დედის ტოლა ქალი ვცხოვრობდით ეს ბინა ჩვენს პატრონს ქონდა ნაქირავები და იქ მისი ნება იყო რამდენს შემოუშვებდა და რამდენს არა მოკლედ ასე იყო ბოლო სამიდღე ჩვენ ბინის ფანჯრებთან რვა ბავშვი და ცოლქმარი ათევდნენ ღამეს ესენი იყვნენ სირიელები სუყველაზე დიდი იქ ბავშვი იყო რვა წლის ძვლები მეწვოდა ღამე თვალს ვერ ვხუჭავდი ზუსტად ჩემს ფანჯრების წინ ეყარათ ლეიბები შეუძლებელი იყო იქ საღად მოაზროვნე ადამიანს დაეძინა გადავწყვიტე დამერეკა ჩემს პატრონზე ასეც მოხდა დაურეკე მოვიდა დიდი ჩხუბით ჩვენს ბინაში შემოასახლა სულ სამ ოთახიანი იყო ერთ ოთახში ამ ქართველ ქალებს ეძინა მეორე ოთახში კი მე და ძალიან პატარა მესამე ოთახში ეს ცოლქმარი თავის ბიძაშვილებთან შვილებთან ერთად მოთავსდნენ ამ ორ ქართველიდან ერთი ქალი იყო სასწაულად სასტიკი ყველასთან ჩხუბობდა და იწყევლებოდა მეუბნებოდა გავყაროთო დაურეკე პატრონს უთხარი რო სუნი აზდით და შეუძლებელია ამათთან ცხოვრება თავს უქნევდი კი დაურეკავთქო რადგან აზრი არ ქონდა ამ ნერვიულ ადამიანთან რამის თქმას აზრის გამოხატვას შიგნით კი გული მიკვდებოდა დედის ტოლა ქალი ასეთი სასტიკი რო გახდა ბავშვების მიმართ უყურებდი ჩემს ქართველს და რაღაც დოზით მრცხვენოდა რომ ქართველი ერქვა მესმის კი მათ მართლაც სუნი აზდიოდათ სამიდღის ქუჩაში განათენები ქონდათ ან უფრო მეტი ომიდან გამოქცეულები და უჭმელები იყვნენ მოკლედ შეუძლებელი იყო ცხოვრება და ზოგადათ მესმოდა ამ ქალის სისასტიკის ასე გავიდა ერთი ღამე ჩხუბში და ვაი ვაის ძახილში მეორე დღეს ქალმა ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა კაცმა მენაგვეთ ეს ბავშვები მარტო დარჩნენ მე რა წამიყვანდა სამსახურში მწყუროდა მათი დახმარება თუ რამე ოთხი წლის მანძილზე დავაგროვე ყველაფერი მივეცი ლეიბებიდან დაწყებული თუ რამე მქონდა ეს ჩვენი ქართველი კი თურქულად აყროლებულებოო ბავშვებს ეძახდა მოშორდით აქედანო აბაზანაში არ უშვებდა და ასე შემდეგ ეს ბავშვები შეშინებულები დადიდოდნენ მესამე დღე იყო და ჩემთვის წამოწოლი ვიყავი ღრმა ფიქრს ვიყავი მიცემული თუ რა სასტიკია ცხოვრება კარზე ფრთხილი კაკუნი მომესმა ავდექი კარი გავაღე და რას ვხედავ თმა ხუჭუჭა პატარა ჭუჭყიანი ბავშვი დაახლოვებით ოთხი ხუთი წლის თეფშით ხელში დგას და მაწვდის არმინდათქო მადლობათქო საერთოდ მაპატიეთ მარა საჭმელს თუ როგორ ვთქვა ვიდი არ აქ ვერ ვჭამ მეორე ბავშვი გაგიკვირდებათ და მათ კარზე აკაკუნებდა რომელ ადამიანის შიში გააჩნდათ ამ სურათმა დამშოკა გეფიცებით ეხლაც ვტირი მათ მე ამხნის ხალხს ელემნტარული ადამიანური საქციელით ჩვენზე მაღლა დადგნენ საერთოდ არაფერი უგვრძნიათ ჩვენგან შიშის ყვირილის მეტი და მე ამ სურათმა დამშოკა გამოვართვი თეფში საჭმელი ჩუმათ ცელოფანში ჩავყარე ჩემს ლოგინზე მოვწყდი ისე ჩამოვჯექი და ტირილი დიდიხმით დავიწყე მერე კალამი ავიღე და ეს დავწერე დიდიხანი არ მიფიქრია ჩანთა ავიღე და ოთახი გავანთავისუფლე ხან ვისთან ვრჩებოდი ხან ვისთან მარა მიღირდა გეფიცებით თუ რამეს ვამატებდე ის თმა ხუჭუჭა ბავშვი ჩემს თვალწინ ისე იდგა და შემციცინებდა თვალებში როგორც დაშინებული მონა მან არ იცოდა მე რომ მასზე უსუსური ვიყავი და მასზე დაბალი ის რასაც იყო დაჩვეული იმ გარემოს ქმნიდა ეხლაც მახსენდება ის თმა ხუჭუჭა ბავშვი რომელმაც ერთხელ კიდე უკეთ დამანახა სამყარო უფალი და ადამიანობა აი ამ ფონზე დაიწერა ეს წერილი

Unicho poeti

Комментарии