სიყვარულისთვის მზად თუ არა ხარ... - 870461915641

სიყვარულისთვის მზად თუ არა ხარ...

************************
სიყვარულისთვის მზად თუ არა ხარ,
ცდილობ წარსულის გადავიწყებას,
თუ წინაღობებს ვერ გადალახავ,
ნუ მიეცემი თავდავიწყებას.
ქალში სიყვარულს თუ ვერ იპოვნი,
თუ ვერ შეიგრძნობ თრთოლვას გულისას,
მხოლოდ გარეგნულ სილამაზეში,
ვერ დაიოკებ შფოთვას სულისას.
ქალი წააგავს თოვლის ფანტელებს,
ხელით შეხებაც ადნობს ხანდახან,
დაგელოდება, წლებს გაათენებს
და ეგუება ზოგჯერ ღალატსაც.
მზად თუ არა ხარ სიყვარულისთვის,
თუ ბედისწერამ მწარედ დაგცინა,
ნურც სახელისთვის
და ნურც ფულისთვის,
ნუ მოატყუებ, ქალს ნუ გაწირავ.
ქალი ტკივილებს ღიმილით იცავს,
გთხოვთ, გაუფრთხილდეთ ამ სუსტ არსებებს,
ქალის გარეშე ვერც დედამიწა
და თვით სამყაროც ვერ იარსებებს.
მარინა ყიფიანი
20.06.2018

Комментарии

  • 9 авг 2018 08:22
  • 9 авг 2018 08:24
    ავტორო ამ ჯგუფში დადე გთხოვ მივამავრო უნდა
  • 9 авг 2018 08:33
    kali nazi arsebaa, satuti. rogorc vardis surneli iseti tkbili da nazia. magram umetes sulshi paruli eshmaki budobs
  • 9 авг 2018 08:35
    cxovrebis seuli gdznobitaa savse leksi, gaixare kvela kals usurveb spetak tbil sikvaruls cxovrebashi