უაზრობაა მთელი

ცხოვრება ძიება რაღაც წმინდა
გრძნობების.
უაზრობაა ოცნება მაშინ, როცა
სიცოცხლეს ემშვიდობები.
უაზრობაა გენატრებოდეს ვისაც
არასდროს მოენატრები,
უაზრობაა გიყვარდეს იგი, ვისაც
არასდროს შეუყვარდები,
უაზრობაა მთელი ცხოვრება
ძიება გრძნობის და რაღაც
ახლის.
უაზრობაა შინ დაბრუნება, და
მონატრება ცარიელ სახლის,
უაზრობაა ლოდინი მაშინ, როცა
იცი რომ არავინ მოვა,
უაზრობაა სიცოცხლე მაშინ,
როცა იცი რომ სიკვდილის
დროა,
უაზრობაა დარდი, ლოდინი,
ფუჭი ოცნება და მონატრება,
როცა იცი რომ ის სხვაზე
დარდობს, სხვაზე ფიქრობს და
სხვა
ენეტრება,
უაზრობაა სთხოვდე სიყვარულს
ვისაც არა აქვ ამ გრძნობის
განცდა,
თუკი შენი და იმისი გზები
დასაწყისიდან ერთმანეთს
ასცდა.
უაზრობაა სხვაზე თუ დარდობს,
და შენ კი ისევ იმედით ელი,
როცა მკვდარსაც კი არ
გეღირსება, ერთი ამბორი და
წყვილი ცრემლი,
უაზრობაა როდესაც გინდა, და
მასზე ფიქრებს კვლავ ვერ
იშორებ,
უაზრობაა როცა ახლოს ხარ, და
თუ მაინც გრძნობ მისგან
სიშორეს.
როცა იცი, რომ შენს წინ არიან,
რაღა აზრი აქვს იმათის მოცდას,
უაზრობაა გიყვარდეს იგი, ვინც
ზიზღით იღებს შენს ობოლ
კოცნას,
უაზრობაა სიცოცხლე მაშინ, თუ
სიმარტოვეს ბოლო არ უჩანს,
და თუ იცი, რომ როცა მოკვდები,
თვალსაც არავინ არ დაგიხუჭავს.

უაზრობაა მთელი  - 872381659129
gif

Комментарии

  • 7 окт 2018 22:37
    Gaixaret
  • 7 окт 2018 22:39
    ამ ლექსით ჩემი გული გადავშალე
  • 7 окт 2018 23:24
  • 7 окт 2018 23:24
  • 7 окт 2018 23:26
    ადამიანს ყველაზე მეტად მაშინ სტკივა, როდესაც აცნობიერებს, რომ რისიც სჯეროდა, ყველაფერი ტყუილი ყოფილა."
  • 7 окт 2018 23:28
    ნუღა მისტირით დამერწმუნეთ არღირს(ch) ვისაც წასვლა უნდა წავა,მიზეზს ყოველთვის იპოვის...ვისაც უყვარხარ და სჭირდები ძალით რომ გააგდო მაინც არსად წავა...შენთან ყოფნის მიზეზს იპოვის,ვისაც არ უყვარხარ რაში გჭირდება ის ადამიანი გვერდით?გულისტკენისთვის მხოლოდ?ჯობია მარტო ყოფნით გეტკინოს გული ვიდრე საყვარელი ადამიანის გვერდით მარტოსულობით,რადგან თუ არ უყვარხარ ვერ გაგაბედნიერებს,მხოლოდ თავის მოტყუება იქნება მის გვრდით ,,სიყვარულით''ცხოვრება.....ხოლო ბოლოს მაინც დასრულდება...დასრულდება მაშინ როცა უკვე გვიანი იქნება ახალი ცხოვრების დასაწყებად...ამიტომ ჯობია დროულად დაასრულო და იპოვო ის ვინც შეგიყვარებს და გაგაბედნიერებს ვიდრე დაიტანჯო უსიყვარულო ცხოვრებით.ყველაზე მტკივნეული იმ ადანიანის ცივი გამოხედვაა რომელიც სულზე მეტად გიყვარს....
  • 8 окт 2018 07:15
    თქვენ აქციეთ ყველაფერი უაზრობად ,,ადამიანებო".......
  • 8 окт 2018 08:07
    ზოგიერთი არარაობის ბრალია
  • 8 окт 2018 08:15
    უმეტესობის,უმრავლესობის.
  • 8 окт 2018 08:20
    კი უმრავლესობის და მაინც ყველასი არა
  • 8 окт 2018 08:22
    ყველასი არა,რა თქმა უნდა,ჯვარი გვეწეროს.