სულ არ მაღელვებს აზრი ბომონდის, ან რა სიტყვები აკერავთ პირზე. თემურ- ლენგია აქეთ რომ მოდის , თუ გადამჯდარი ქრისტეა ვირზე?! გული მაქეზებს ისევ ფიცხელი და სხვაგვარ ყოფას მისგან არც ველი. ეს ღუბელია სეტყვის მრისხველი , თუ ღვთისმშობელის კალთა მფარველი? ჟამთაღმწერელო!- წიგნი გახსენი! არ ამერიოს ისევ მე დრონი! წმინდა გიორგი , შენ რომ ახსენე, აქეთ დაძრულა თავის თეთრონით ! ჩემია მიწა სისხლით მორწყული! ქართველო ერო! - ისევ წინ ! და წინ! ვერას დამაკლებს მტერი ,მომხვდური, როცა მფარველობს ყველა წმინდანი! ალეკო ჩინჩალაძე . 13 . 12 . 18 .
ლექსები და სახალისო თემები♥ყველაფერი ანუკისათვის♥
:ალეკო ალეკო
ვინ მოდის?
სულ არ მაღელვებს აზრი ბომონდის,
ან რა სიტყვები აკერავთ პირზე.
თემურ- ლენგია აქეთ რომ მოდის ,
თუ გადამჯდარი ქრისტეა ვირზე?!
გული მაქეზებს ისევ ფიცხელი
და სხვაგვარ ყოფას მისგან არც ველი.
ეს ღუბელია სეტყვის მრისხველი ,
თუ ღვთისმშობელის კალთა მფარველი?
ჟამთაღმწერელო!- წიგნი გახსენი!
არ ამერიოს ისევ მე დრონი!
წმინდა გიორგი , შენ რომ ახსენე,
აქეთ დაძრულა თავის თეთრონით !
ჩემია მიწა სისხლით მორწყული!
ქართველო ერო! - ისევ წინ ! და წინ!
ვერას დამაკლებს მტერი ,მომხვდური,
როცა მფარველობს ყველა წმინდანი!
ალეკო ჩინჩალაძე . 13 . 12 . 18 .