- ჯგუფის ადმინის მიერ შესრულებული სიმღერა❤️❤️❤️
- ადმინის მიერ პოლონეთში შესრულებული სიმღერა ❤️❤️❤️
- ჩვენი ჯგუფის პატარა ადმინის ანუკის კიდევ ერთი წინსვლა და გამარჯვება.სტამბულში გამართულ შეზღუდულუნარიანი ბავშვების შეჯიბრში ანუკიმ პირველი ადგილი აიღო და ოჯახიც ასახელა და საქართველოც.წარმატებები ანუკი.უფალი გფარავდეს მუდამ❤❤❤❤❤❤❤❤
- ყველას საყურადღებოდ! ჯგუფის ადმინისტრაცია გაფრთხილებთ,რომ ნუ დებთ უცენზურო თემებს და ვიდეოებს.აკრძალულია რეკლამების დაპოსტვა (დალაიქება იქნება ეგ თუ ჯგუფში გაწევრიანება,რეკლამებს თავისი ადგილი აქვს),აგრეთვე სასტიკად იკრძალება რელიგიური და პოლიტიკური თემები (რადგან კამათს იწვევს) .ერთი გაფრთხილების შემდეგ ავტორი დაიბლოკება.წევრებს გთხოვთ თუ შეამჩნევთ უცენზურო თემებს ან კომებს,გთხოვთ გვაცნობოთ ამ თემის კომენტარებში.წინასწარ დიდი მადლობა. ადმინისტრაცია
- ვერ ვიტან სამყაროს უშენოდ ნაშენებს! ვერ ვიტან ღამეებს უშენოდ ნათევებს! ვერ ვიტან ამ დღეებს უშენოდ საბრძოლველს! მძულს უშენობა ჩემში რომ ამეფებ... არ მინდა გითხრა რომ მომენატრე, თან მინდა ვიყვირო გული რომ გაღმერთებს! არ ვიცი რატომ ან რისთვის დაგეძებ... ვერ ვიტან!ვერ ვიტან უშენოდ ამ დღეებს! ნინო
- ცად მივალ, ღრუბელს მივყვები, ჩემი სავალი გრძელია. იქ წიგნი უნდა მოვძებნო, სადაც რომ ჩემზე სწერია. მწერალთან უნდა მივიდე, ვკითხო,რატომ წერს დარდიანს. ჩემი დღეები ნაცრისფერ, ბილიკზე რატომ დადიან. ანდა, სანამდის აქა ვარ, რიღასთვის მაცოდვილებსა. ავი იღბალი ჩემს გულზე, ბასრ კბილებს რატომ ილესავს. ვინიცის იქნებ გავიგო, რისთვის ვისჯები იმისთვის, რის ჩადენასაც არასდროს, არ დამანებებს სინდისი. მიწაზეც ვერ დავბრუნდები, ნაწყენი,არსად დამტოვებს და ჩემს ნასესხებ სიცოცხლეს, მევალე დაიმარტოვებს
- ჯგუფის წევრების საყურადღებოთ! ადმინისტრაცია ვერ გააკონტროლებს ყველა პოსტის კომენტარებს.ხშირადაა წევრების შეურაცხყოფა.თუ ვინმე შეურაწყოფას მოგაყენებთ,გთხოვთ აქ კომენტარებში დატოვოთ შეტყობინება.იმედია წამომწყები თქვენ არ იქნებით თავად და დამნაშავე დაისჯება ეგრეთ წოდებული "დაკოდვით" ✂✂✂✂✂✂✂
- დღეს ჯგუფის პატარა ადმინს ანუკის აქვს დაბადების დღე.მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა,დღეგრძელობა და უფლისგან დალოცვა. ამასთანავე მხარში დგომისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ანუკის ნათლიასა და მასწავლებელს მერი ჩიმაკაძეს
- მეგობრებო გაფრთხილების მიზნით მოგმართავს,უმეტესად ადმინების საყურადღებოდ ეგ საიტი შედის ყველა ჯგუფში და არ ვიცი რისთვის აკეთებს ამას,არჩევს კომენტარებს და მის საიტზე სურათის კომენტარებში აკოპირებს.დასარწმუნებლად შეგიძლიათ თავად ნახოთ მის საიტზე,ბოლო ორი სურათის კომენტარები წაიკითხეთ ყველა. გირჩევთ ყველამ დაბლოკოს და მის საიტს სპამი მიეცით.ეგ არ არის პირადული.გადაამოწმეთ თავად https://ok.ru/profile/572761396572
- მეგობრებო მინდა გაგიზიაროთ ჯგუფის პატარა ადმინის ანუკის კიდევ ერთი წარმატება,რამოდენიმე დღის წინ ანუკისა და მისი მეგობრების ტილოზე შესრულებული ნახატების გამოფენა იყო.გუშინ კი მიწვეულნი იყვნენ აჭარის ტელევიზიაში.წარმატება ვუსურვოთ ანუკისა და მის მეგობრებს.მათი მიღწევა მასწავლებლების დამსახურებაა. https://m.facebook.com/groups/979072185443071?view=permalink&id=2554864297863844