პეპლები ყველაზე ლამაზი, ჭრელი მწერები არიან. - 772509769826

პეპლები ყველაზე ლამაზი, ჭრელი მწერები არიან.

მათი უმრავლესობა მხოლოდ რამდებიმე კვირას ცოცხლობს.ისინი წყვილდებიან, დებენ კვერცხებს და შემდეგ იხოცებიან.
ფრთები
პეპლის ფრთები პაწაწინა ფერადი, კაშკაშა ქერცლითაა დაფარული. კაშკაშა ფერის ქერცლი სინათლეს ირეკლავს, რის გამოც პეპლები ფრენისას ციმციმებენ. პეპლები ყვავილის ნქტრით იკვებებიან. ერთ-ერთი პეპელა, ცისფერი იკარი, ფრთების მეშვეობით მზის სითბოს შთანთქავს.

პეპლები ყველაზე ლამაზი, ჭრელი მწერები არიან. - 772509775458
პეპლები ყველაზე ლამაზი, ჭრელი მწერები არიან. - 772509775202
დახურე და გაშალე

გაშლილი ფრთებით პეპელა მზის სითბოს იღებს და ენერგიას იკრებს. დაკეცილი ფრთებით კი ისვენებს. ამ დროს ის მზის სხივების პირისპი ჯდება, ისე, რომ მისი ჩრდილი ძალიან პატარა იყოს და მტერმა ვერ შენიშნოს.
პეპლები ყველაზე ლამაზი, ჭრელი მწერები არიან. - 772509785186
პეპლები ყველაზე ლამაზი, ჭრელი მწერები არიან. - 772509784930
მოხატული ფრთები

ლამზად მოხატული ფრთები პეპელას ეხმარება, შენიშნოს სხვა, თავისივე ჯიშის პეპელა, რომელთანაც დაწყვილდება. აფრიკული დანაიდა შხამიანია. ჩიტებმა იციან, რომ ის არ უნდა შეჭამონ. არქტიკული რგოლოვანა მუქი ფრთებით სიცხეს ისრუტავს. ამგვარად მოხატული ფრთებით პეპელა ვანესა მეწყვილეს იზიდავს. ფრაკუთხა მიწაზე ჩამოვარდნილ ფოთოლს ჰგავს.
პეპლები ყველაზე ლამაზი, ჭრელი მწერები არიან. - 772509788514
პეპელას დაბადება

დედალი პეპელა კვერცხებს რომელიმე მცენარეზე დებს. კვერცხიდან გამოჩეკილი მატლი მცენარით იკვებება და იზრდება. ზრდასრული მატლი პარკს ქსოვს, თვითონ შიგნით ექცევა და პეპლად გადაიქცევა.
წყარო:
http://ucnauri.com/236638/პეპლები/

Комментарии