შუა ქუჩაში თუ დაწოლილხარ,

გულაღმა,
მტვრიან ტროტუარზე
და
ხელები თავქვეშ ამოგილაგებია,
მაშინ
როდესაც ყველაზე ბევრი ხალხი
მოძრაობს,
ან
როცა ყველაზე მაგრად აჭერს მზე.
ათასი გადაგივლის,
ერთი წამოგაყენებს
და
არავინ მოგიწვება გვერდზე..

Комментарии

Комментариев нет.