უკუღმართობა 23.

09.2010.ზ.ნ.
შეშლილო თავო! სიგიჟეა, გერქვას პოეტი,
მაგრამ ცხოვრობდე რუტინული შრომით და ჯაფით,
მწვერვალებიდან გიყურებდეს ამაოეთი
და ხორხის კედლებს გიკაწრავდეს ხრიალი ხაფი.
მაგრამ დრო მოვა, გაშავდება ფოთლებიც მწვანე,
უარესისთვის მოემზადე! მიწა ჭრელია!
შავი ქვესკნელის როლს მოირგებს მშვიდი სავანე
და ფაბრიციოს შეიძულებს კონტი კლელია.
ლექსი ჩადგება სამსახურში ჩაგრული ხალხის,
ბავშვთა ღრიალი მოუკვეთავს მუხლებს ნადირებს,
მხეცის სახეზე ითამაშებს ღიმილი ბალღის
და სადაც მგელი დაუჩოქებს შვლის ნუკრს ნატირებს.
დეკადენტები დაიდგამენ ბაჯაღლოს ჯიღას,
ქუჩის გუბიდან ბინძურ სითხეს მონარქიც მოსვამს,
"ღმერთის შვილები ერთად ვიყოთ" - წარმოთქვამს ვიღაც
და ჯვარზე გაკრულ მაცხოვარის მოვუსმენთ ლოცვას.
იუდა ქრისტეს დაუდგება ერთგულ დარაჯად,
ჰეროდე აბორტს გააუქმებს, დალოცავს დედებს,
ტახტს შეიფერებს უპოვარი, ვით მაჰარაჯა
და მხიარული სიმღერები დაღლიან გედებს.
კვლავაც დადგება ინტელექტი ბაზარში დახლთან,
შეიკვრებიან ყვავილები ისევ კვირტებად,
სიდამპლე, რაც კი ამ ცხოვრებას ყოველთვის ახლდა,
ისევ მოგვწამლავს და არავის გაუკვირდება.
ვიღაც ხარაკირს გაიკეთებს მუცლის არეში,
წერილი გახსნას აიძულებს მოკუმულ ტუჩებს,
ააძაგძაგებს დედამიწას კალმის თარეში,
კაცთა შეცდომა ტაშს დაუკრავს ხორცის სილურჯეს.
პატივს მიაგებს წუთიერი დუმილით ცხედარს,
რომელსაც გუშინ უარყოფდა, ახლა - მკვდარია,
იმ ჭირისუფლებს, კუბოს ირგვლივ რომლებიც სხედან,
ზოგს უჭირს, ზოგს კი ირონიის ესმის არია.
დაიღრიჯება მონა ლიზა გომბეშოს სახით,
აფთრის მიმიკა ითამაშებს სახეზე კაცთა,
უდირიჟორებს ყვავთა ორკესტრს ზეცაში ბახი
და იზეიმებს ბოროტების უჯიშო განცდა.
დეკადენტები დაიდგამენ ბაჯაღლოს ჯიღას,
ჩაგრული ხალხის სამსახურში ჩადგება ლექსი,
ქვაზე დააკლავს ეშმაკეულ ყვირილებს ვიღაც
და ჩემს პარიზელ წინამორბედს მოვუჭრი: "merci".

Комментарии

  • Комментарий удалён.
  • 25 фев 2013 00:56

    vaimeee , am leqsma gadamria , radgan sruliad gamotqva is rasac ver shevdzlebdi , bravoooo , dzaan  kargi  wnulia , vyvirivar gulidan , mersiiii , jador !(lo)(lo)(lo)(lo)(Y)(Y)(Y)(Y)(L)(L)(L)(L)(F)(F)(F)(F)(F)(F)(F)(F)(F)(F)(F)(F)(F)(F)(F)(F)(F)(F)(F):-$(Z)(X)(nt)(nt)(nt)(nt)(nt)(nt)(nt)(nt)

  • 28 фев 2013 02:12

    ''uaresistvis  moemzade , mica  chrelia''...genialuri   gaprtxilebaaa...kacvobriobisatvis...agprtovanebuli  var(Y)(Y)(Y)  zalian   zlieri   leqsiaaaaaa

  • 25 ноя 2014 15:00

    უკუღმართობა                      23.09.2010.


    შეშლილო თავო! სიგიჟეა, გერქვას პოეტი,

    მაგრამ ცხოვრობდე რუტინული შრომით და ჯაფით,

    მწვერვალებიდან გიყურებდეს ამაოეთი

    და ხორხის კედლებს გიკაწრავდეს ხრიალი ხაფი.


    მაგრამ დრო მოვა, გაშავდება ფოთლებიც მწვანე,

    უარესისთვის მოემზადე! მიწა ჭრელია!

    შავი ქვესკნელის როლს მოირგებს მშვიდი სავანე

    და ფაბრიციოს შეიძულებს კონტი კლელია.


    ლექსი ჩადგება სამსახურში ჩაგრული ხალხის,

    ბავშვთა ღრიალი მოუკვეთავს მუხლებს ნადირებს,

    მხეცის სახეზე ითამაშებს ღიმილი ბალღის

    და სადაც მგელი დაუჩოქებს შვლის ნუკრს ნატირებს.


    დეკადენტები დაიდგამენ ბაჯაღლოს ჯიღას,

    ქუჩის გუბიდან ბინძურ სითხეს მონარქიც მოსვამს,

    "ღმერთის შვილები ერთად ვიყოთ" - წარმოთქვამს ვიღაც

    და ჯვარზე გაკრულ მაცხოვარის მოვუსმენთ ლოცვას.


    იუდა ქრისტეს დაუდგება ერთგულ დარაჯად,

    ჰეროდე აბორტს გააუქმებს, დალოცავს დედებს,

    ტახტს შეიფერებს უპოვარი, ვით მაჰარაჯა

    და მხიარული სიმღერები დაღლიან გედებს.


    კვლავაც დადგება ინტელექტი ბაზარში დახლთან,

    შეიკვრებიან ყვავილები ისევ კვირტებად,

    სიდამპლე, რაც კი ამ ცხოვრებას ყოველთვის ახლდა,

    ისევ მოგვწამლავს და არავის გაუკვირდება.


    ვიღაც ხარაკირს გაიკეთებს მუცლის არეში,

    წერილი გახსნას აიძულებს მოკუმულ ტუჩებს,

    ააძაგძაგებს დედამიწას კალმის თარეში,

    კაცთა შეცდომა ტაშს დაუკრავს ხორცის სილურჯეს.


    პატივს მიაგებს წუთიერი დუმილით ცხედარს,

    რომელსაც გუშინ უარყოფდა, ახლა - მკვდარია,

    იმ ჭირისუფლებს, კუბოს ირგვლივ რომლებიც სხედან,

    ზოგს უჭირს, ზოგს კი ირონიის ესმის არია.


    დაიღრიჯება მონა ლიზა გომბეშოს სახით,

    აფთრის მიმიკა ითამაშებს სახეზე კაცთა,

    უდირიჟორებს ყვავთა ორკესტრს ზეცაში ბახი

    და იზეიმებს ბოროტების უჯიშო განცდა.


    დეკადენტები დაიდგამენ ბაჯაღლოს ჯიღას,

    ჩაგრული ხალხის სამსახურში ჩადგება ლექსი,

    ქვაზე დააკლავს ეშმაკეულ ყვირილებს ვიღაც

    და ჩემს პარიზელ წინამორბედს მოვუჭრი: "merci".

    ზვიად მეფარე

  • 10 июн 2015 13:42