ძაძები 19.

04.2011.ზ.ნ.
გემი ვარ ღუზის გარეშე, ვერც იალქნები მაბამენ,
მე ყველა ძარღვი დამისკდა,აღარ მაქვს აღარც სადავე,
ტალღებმა ჩემი გათრევა შავ ჰორიზონტზე ინება,
ახლა მეწყება სპაზმები, შტორმი და პირღებინება,
ძლებში ყინული მემსხვრევა, თვალებში წივის ფობია,
ყველგან გავტოპე, სიკვდილში ჯერაც ვერ გამიტოპია,
ჩემს ტვინში მუდამ დახტოდა გვემის, თვითშეჭმის მანია,
განვბანე ჩემი წყვდიადი, დილა ვერ განმიბანია,
ვერ გაექცევი განაჩენს ზვიად, ლექსების ტუსაღო,
მუდამ ჯიუტი ხმა გესმის, შხამიანი და უსახო:
"შენ თიხის გუნდას არ გავხარ, ადამს, მრუშსა და ნაკაცარს,
ხელი გაუშვი ამ ფურცლებს, თორემ შავ ძაძებს ჩაგაცვამს!"
მივექანები უფსკრულში და ვლეწავ ვერცხლის მარწუხებს,
მკვდარი და ბედნიერი ვარ, აღარც სიცოცხლე მაწუხებს!

Комментарии

  • 26 апр 2013 20:07

    მსგავსი გემოვნება გვქონია პოეზიაში. მეგონა, მძიმე ლექსები არ მოგწონდა.

  • Комментарий удалён.
  • 26 апр 2013 21:16

    ძაძები 19.04.2011.ზ.ნ.

    გემი ვარ ღუზის გარეშე, ვერც იალქნები მაბამენ,

    მე ყველა ძარღვი დამისკდა,აღარ მაქვს აღარც სადავე,

    ტალღებმა ჩემი გათრევა შავ ჰორიზონტზე ინება,

    ახლა მეწყება სპაზმები, შტორმი და პირღებინება,

    ძლებში ყინული მემსხვრევა, თვალებში წივის ფობია,

    ყველგან გავტოპე, სიკვდილში ჯერაც ვერ გამიტოპია,

    ჩემს ტვინში მუდამ დახტოდა გვემის, თვითშეჭმის  მანია,

    განვბანე ჩემი წყვდიადი, დილა ვერ განმიბანია,

    ვერ გაექცევი განაჩენს ზვიად, ლექსების ტუსაღო,

    მუდამ ჯიუტი ხმა გესმის, შხამიანი და უსახო:

    "შენ თიხის გუნდას არ გავხარ, ადამს, მრუშსა და ნაკაცარს,

    ხელი გაუშვი ამ ფურცლებს, თორემ შავ ძაძებს ჩაგაცვამს!"

    მივექანები უფსკრულში და ვლეწავ ვერცხლის მარწუხებს,

    მკვდარი და ბედნიერი ვარ, აღარც სიცოცხლე მაწუხებს!

  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.
  • 25 авг 2015 12:26

    ძაძები                                                       19.04.2011.

    ზვიად მეფარე