გველთა ჭაობი 16.

04.2011.
მე დავიღალე! არ მინდა ყოფნა, სადაც სიმართლეს დაბლა ათრევენ,
სადაც სიცრუეს ამ ცხოვრებაში მწვერვალზე ქონდა ბინა ადრევე,
არ მსურს, ვცხოვრობდე, არ მსურს ვსუნთქავდე თევზის მუცელში, როგორც იონა,
ვხედავდე, სადაც ჩემს უღიმღამო თვალებს წყვდიადი ეალიონა,
შავი სისხლია ახლა სხეულში და ეხეთქება აღრენილ ძარღვებს,
ახლა სიცოცხლე ეხვევა სიკვდილს, ახლა სიკვდილი სიცოცხლეს არღვევს,
რა საწყენია...ვგრძნობ და დავდივარ, ცეცხლი ვარ მხოლოდ , არც ქვა, არც ხე ვარ,
თავს ვეღარ დავხრი მიწაზე ახლა, ახლა მინდება ცაში არწყევა,
მე გავიზარდე... ვინ მომიყვება ახლა ძილის წინ ბავშვობის ზღაპრებს?
ქაოსში ვხედავ სიმშვიდის მწვერვალს და სიმშვიდეში ვხედავ სიმძაფრეს,
ახლა უნდება ბაყაყს ხარობა, ახლა გასკდება ტყავი შაგრენის,
ემორჩილება სიმშვიდე ეშმაკს, ცოფიანივით მუდამ აღრენილს,
ვამსხვრევ ვარდისფერს, ვხედავ ქვეყანას, როგორც მაიმუნს დამპალ პალმაზე,
შავო, ჯოჯოხეთს მიექარიშხლე, თეთრო , ჩვენს სულებს მიეალმასე!
მინდა გავშორდე გველთა ჭაობებს და შევეხიზნო მკვდართა ბანაკებს,
- წუთისოფელს ხომ ახლა სიცრუე, ჯიბის სისქე და სისხლი განაგებს,
მე მაგონდება; როცა ვხედავდი, თვალახვეული თურმე ვიყავი,
სიკვდილი არის მარადი მხოლოდ, მხოლოდ ის არის გაურიყავი,
ვცოცხლობ და მინდა ღეჭვა სიკვდილის, ვკვდები და თურმე ხსოვნას ვუნდები,
ვწევარ და დავქრი, როგორც ნიავი, დავდივარ - მადევს რკინის ხუნდები,
ძველ ტილოებზე ტირის მადონა, ახლებზე -- ძველი მეძავებია,
კმარა ცხოვრება! ახლა სიცოცხლეს წვიმის წვეთებიც მედავებიან!
ზვიად მეფარე

Комментарии

  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.
  • Комментарий удалён.
  • 18 ноя 2014 12:37

    გველთა ჭაობი                     16.04.2011.


    მე დავიღალე ! არ მინდა ყოფნა,
    სადაც სიმართლეს დაბლა ათრევენ,

    სადაც სიცრუეს ამ ცხოვრებაში
    მწვერვალზე ქონდა ბინა ადრევე,


    არ მსურს, ვცხოვრობდე, არ მსურს ვსუნთქავდე
    თევზის მუცელში, როგორც იონა,

    ვხედავდე, სადაც ჩემს უღიმღამო
    თვალებს წყვდიადი ეალიონა,


    შავი სისხლია ახლა სხეულში და
    ეხეთქება აღრენილ ძარღვებს,

    ახლა სიცოცხლე ეხვევა სიკვდილს,
    ახლა სიკვდილი სიცოცხლეს არღვევს,


    რა საწყენია...ვგრძნობ და დავდივარ,
    ცეცხლი ვარ მხოლოდ , არც ქვა, არც ხე ვარ,

    თავს ვეღარ დავხრი მიწაზე ახლა,
    ახლა მინდება ცაში არწყევა,


    მე გავიზარდე... ვინ მომიყვება
    ახლა ძილის წინ ბავშვობის ზღაპრებს?

    ქაოსში ვხედავ სიმშვიდის მწვერვალს
    და სიმშვიდეში ვხედავ სიმძაფრეს,


    ახლა უნდება ბაყაყს ხარობა,
    ახლა გასკდება ტყავი შაგრენის,

    ემორჩილება სიმშვიდე ეშმაკს,
    ცოფიანივით მუდამ აღრენილს,


    ვამსხვრევ ვარდისფერს, ვხედავ ქვეყანას,
    როგორც მაიმუნს დამპალ პალმაზე,

    შავო, ჯოჯოხეთს მიექარიშხლე,
    თეთრო , ჩვენს სულებს მიეალმასე!


    მინდა გავშორდე გველთა ჭაობებს
    და შევეხიზნო მკვდართა ბანაკებს,

    -- წუთისოფელს ხომ ახლა სიცრუე,
    ჯიბის სისქე და სისხლი განაგებს,


    მე მაგონდება; როცა ვხედავდი,
    თვალახვეული თურმე ვიყავი,

    სიკვდილი არის მარადი მხოლოდ,
    მხოლოდ ის არის გაურიყავი,


    ვცოცხლობ და მინდა ღეჭვა სიკვდილის,
    ვკვდები და თურმე ხსოვნას ვუნდები,

    ვწევარ და დავქრი, როგორც ნიავი,
    დავდივარ -- მადევს რკინის ხუნდები,


    ძველ ტილოებზე ტირის მადონა,
    ახლებზე -- ძველი მეძავებია,

    კმარა ცხოვრება! ახლა სიცოცხლეს
    წვიმის წვეთებიც მედავებიან!

    ზვიად მეფარე

  • Комментарий удалён.
  • 26 мая 2015 02:30
    ახლა სიცოცხლე ეხვევა
    სიკვდილს, ახლა სიკვდილი
    სიცოცხლეს არღვევს,
  • 30 дек 2015 23:53
    ქაოსში ვხედავ სიმშვიდის მწვერვალს
    და სიმშვიდეში ვხედავ სიმძაფრეს.  
    ძალიან მაგარი ტაეპია. გენაცვალეეეე