კერპი და ილუზია 16.

03.2013. ზ.ნ.
ზღაპარია ცხოვრება, ვტკბები მისი ყურებით,
ვანჯღრევ, მანჯღრევს იმედი, ჩემში მისი კერპია,
ავიარე ზეცამდე ტრფობის საფეხურები,
ჩემში ყველა უჟმური გრძნობა რომ დამერბია!
გაავებით მიყეფენ ირგვლივ გონჯი ძაღლები,
ილუზია ქალწულებს ხატავს თეთრკერტებიანს,
ჩემს ადრინდელ სიმღერებს ახლა ვესაძაგლები
და ახალი ჰანგები უკვე მეღმერთებიან!
შუბლში გაუგებარი მესობიან ბგერები,
ფეხებამდე თავიდან მწუწავს უცხო სუნამო,
ცოფიანი ძაღლივით ყელში დავეძგერები
სიკვდილს, ცივი თვალები ცრემლით რომ დავუნამო!
ახლა წავალ ტაძარში; გოლგოთამდე შორია.
(ფანტაზიავ, ტალახში ფორთხავდი და კიოდი)
ნაჭუჭივით ემსხვრევა ნორჩი სახე დორიანს,
ახლა თვალწინ მენგრევა მთელი ისკარიოტი!
ახლა ლექსი ჯარივით ქალაქებში შევა და
ყველა ოთახს დაიპყრობს, ვით ცას ჩიტთა გუნდები,
არ გვასვენებს ცოდვები ადამი და ევადან,
სააქაოს ყოფნისას ბაღში ვეღარ ვრუნდებით!
მე ნაჯიჯგნი მუხლები მეწვის, გულიც ტიროდა,
კეტით გამოვენთები ქარში სხვა ქარაშოტებს,
დამშეული კალამი მინდა, ვანადირო და
არასოდეს ვისმინო ყორნის "აღარასოდეს!"

Комментарии

  • 17 мар 2013 10:03

    კერპი და ილუზია 16.03.2013.    ზ.ნ.


    ზღაპარია ცხოვრება, ვტკბები მისი ყურებით,

    ვანჯღრევ, მანჯღრევს იმედი, ჩემში მისი კერპია,

    ავიარე ზეცამდე ტრფობის საფეხურები,

    ჩემში ყველა უჟმური გრძნობა რომ დამერბია!


    გაავებით მიყეფენ ირგვლივ გონჯი ძაღლები,

    ილუზია ქალწულებს ხატავს თეთრკერტებიანს,

    ჩემს ადრინდელ სიმღერებს ახლა ვესაძაგლები

    და ახალი ჰანგები უკვე მეღმერთებიან!


    შუბლში გაუგებარი მესობიან ბგერები,

    ფეხებამდე თავიდან მწუწავს უცხო სუნამო,

    ცოფიანი ძაღლივით ყელში დავეძგერები

    სიკვდილს, ცივი თვალები ცრემლით რომ დავუნამო!


    ახლა წავალ ტაძარში; გოლგოთამდე შორია.

    (ფანტაზიავ, ტალახში ფორთხავდი და კიოდი)

    ნაჭუჭივით ემსხვრევა ნორჩი სახე დორიანს,

    ახლა თვალწინ მენგრევა მთელი ისკარიოტი!


    ახლა ლექსი ჯარივით ქალაქებში შევა და

    ყველა ოთახს დაიპყრობს, ვით ცას ჩიტთა გუნდები,

    არ გვასვენებს ცოდვები ადამი და ევადან,

    სააქაოს ყოფნისას ბაღში ვეღარ ვრუნდებით!


    მე ნაჯიჯგნი მუხლები მეწვის, გულიც ტიროდა,

    კეტით გამოვენთები ქარში სხვა ქარაშოტებს,

    დამშეული კალამი მინდა, ვანადირო და

    არასოდეს ვისმინო ყორნის "აღარასოდეს!"

  • 17 мар 2013 21:38

    დამშეული კალამი მინდა, ვანადირო და

    არასოდეს ვისმინო ყორნის "აღარასოდეს!"(Y)

  • 23 мар 2013 23:08

    fantastiuriaaa.. martlac  rom   zgaparia   cxovreba..martlac...aba  raaaa

  • 23 мар 2013 23:09

    da  martlac  rom  unda  ecados   yvela    aiaros   zecamde   sapexurebi..

  • 23 мар 2013 23:09

    momwons   zalian

  • Комментарий удалён.