კლავიშების გოდოლი 06.

09.2013.
უკრავს ჩუმ დარბაზებში ოფლდასხმული ვივალდი,
გრძელ თითებქვეშ ტკაცუნობს "წელიწადის დროები,"
ყველა ოქროს მარაო ხევში გადამივარდა,
სულში გრილი ნოტების თრთიან საღამოები.
ისევ ცაში აიჭრა მოლივლივე ფოთოლი,
ტყეთა ოკეანემდე მხოლოდ კლდეა ფრიალო,
აისვეტა ღრუბლამდე კლავიშების გოდოლი,
რომ დაბმული დუმილი ცაში ავაღრიალო!
გულს წვიმების მუსიკა საუკუნოდ დაქონდა,
ახლა დროა, აკივლდეს, ვიდრე დილა ანათებს,
მოთქრიალე ცრემლები მახრჩობს, ვით ანაკონდა,
ახლა ვიწვევ დუელში გველთა სიმუხანათეს!
ჭრილობაზე ირბენენ ისევ ქალის ფრჩხილები,
თანახმა ვარ, მდუმარეს ეს იარაც მტკიოდეს,
დარდი მღრღნის და საკუთარ სიცილს ვებორკილები:
ისევ შეცვლის ვიღაცა წითურ ისკარიოტელს.
ზვიად ნეფარიძე

Комментарии

  • 7 сен 2013 09:56

    კლავიშების გოდოლი                             06.09.2013.

  • 8 сен 2013 19:13

    უკრავს ჩუმ დარბაზებში ოფლდასხმული ვივალდი,

    გრძელ თითებქვეშ ტკაცუნობს "წელიწადის დროები,"

    ყველა ოქროს მარაო ხევში გადამივარდა,

    სულში გრილი ნოტების თრთიან საღამოები.

  • 8 сен 2013 19:13

    (nt)(nt)(nt)(nt)(Y)(L)(F)(F)(F)

  • 23 июл 2015 11:08
    Cremlis momgvreli leqsiaa
  • Комментарий удалён.
  • 12 июн 2016 22:23
    Ratom arafets cert
  • 13 июн 2016 12:37
    აქ ძალიან იშვიათად შემოვდივარ.
  • 13 июн 2016 16:07
    Ratom
  • 13 июн 2016 16:07
    მომბეზრდა, ფეისბუქზე შევდივარ უფრო ხშირად.
  • 13 июн 2016 16:12
    Rato xom aravin gagabraza
  • 13 июн 2016 16:12
    არა, უბრალოდ მომბეზრდა, სურვილი გამიქრა რატომღაც