რწმენის დამსხვრევა 08.

09.2016.
ეჰ, აღარაფრის კეთება არ ღირს...
რწმენის დამსხვრევა გრძნობებს მიავებს,
მე მარტოობის გავმართავ მარხილს
და გავექცევი ცეცხლის სიავეს.
ფარისევლობის ვხედავ ვუალებს,
აღარ ვენდობი ნიღბოსან მიწებს,
ჩემში არასდროს ირიტუალებს,
რისი კეთებაც უგულოდ მიწევს.
დრო დადგა აფთრის, სვავის და ქორის,
საქმე აღარ მაქვს არცერთ სტამბაში...
და ამდენ მღიმარ ჯამბაზთა შორის
ვარ დარდიანი ერთი ჯამბაზი.
ზვიად მეფარე

Комментарии

  • 16 фев 2017 16:23
    რწმენის დამსხვრევა 08.09.2016.

    ეჰ, აღარაფრის კეთება არ ღირს...
    რწმენის დამსხვრევა გრძნობებს მიავებს,
    მე მარტოობის გავმართავ მარხილს
    და გავექცევი ცეცხლის სიავეს.

    ფარისევლობის ვხედავ ვუალებს,
    აღარ ვენდობი ნიღბოსან მიწებს,
    ჩემში არასდროს ირიტუალებს,
    რისი კეთებაც უგულოდ მიწევს.

    დრო დადგა აფთრის, სვავის და ქორის,
    საქმე აღარ მაქვს არცერთ სტამბაში...
    და ამდენ მღიმარ ჯამბაზთა შორის
    ვარ დარდიანი ერთი ჯამბაზი.


    ზვიად მეფარე