ირიბი გზები 01.

10.2016.
ხშირად ვუსმენ ღამის წიწკიკს... საათია
ბუს კივილი ერთხელ სამოც წუთში ყოველ...
ბნელმა ხმაში მწუხრი ვეღარ ჩაატია,
დედაბრები ცისარტყელით ნათელს ქსოვენ.
მღერის ღელე, ხის ხითხითი ტყეში დადის,
მღერის, მაგრამ სულ ავს ისმენს ავი ყური,
მინდა, სულში სამუდამოდ ჩავდო ხმად ის
თვითგარიყვა, კრიტიკა და ალიყური,
რომ ვიმეტებ ჩემთვის... ისევ ლანდებიან
ოთახს ვეძებ – კარგად მხოლოდ იქ ვარ, რადგან
ის წუთები მსახურები ბრძანდებიან
და მბრძანებლის შესაფერის სცენას დავდგამ.
მე არაფრის მოლოდინში დავილევი,
მე გავკვალე ის გზა, სადაც ნაოჭები
ჩამითრევენ, როგორც ფუტკარს ყვავილები,
მაგრამ მაინც ირიბ გზებს ვექაოსები.
ზვიად მეფარე

Комментарии

  • 19 апр 2017 15:19
    ირიბი გზები 01.10.2016.

    ხშირად ვუსმენ ღამის წიწკიკს... საათია
    ბუს კივილი ერთხელ სამოც წუთში ყოველ...
    ბნელმა ხმაში მწუხრი ვეღარ ჩაატია,
    დედაბრები ცისარტყელით ნათელს ქსოვენ.

    მღერის ღელე, ხის ხითხითი ტყეში დადის,
    მღერის, მაგრამ სულ ავს ისმენს ავი ყური,
    მინდა, სულში სამუდამოდ ჩავდო ხმად ის
    თვითგარიყვა, კრიტიკა და ალიყური,

    რომ ვიმეტებ ჩემთვის... ისევ ლანდებიან
    ოთახს ვეძებკარგად მხოლოდ იქ ვარ, რადგან
    ის წუთები მსახურები ბრძანდებიან
    და მბრძანებლის შესაფერის სცენას დავდგამ.

    მე არაფრის მოლოდინში დავილევი,
    მე გავკვალე ის გზა, სადაც ნაოჭები
    ჩამითრევენ, როგორც ფუტკარს ყვავილები,
    მაგრამ მაინც ირიბ გზებს ვექაოსები.

    ზვიად მეფარე