ზღვის ნაპირზე 03.

09.2014.
ჩაძინებული ყურს დავუგდებ ტალღების ლივლივს,
პალმის ხანჯლები დამყურებენ, კლდეები დგანან.
ჩემი მირაჟი ლოდებიან ნაპირზე ივლის,
კვლავ იშრიალებს თოლიების რძისფერი ყანა.
ასე მშვიდი და ნებიერა ვიღიმი ისე,
გული ეტკინოს არასოდეს არავის თითქოს...
ქვიშაზე ფეხის ადგმას ვსწავლობ ჩვილივით, ისევ,
რომ ჰორიზონტზე შევეზარდო მეწამულ დისკოს.
ზვიად მეფარე

Комментарии