17 ივნისი — ამ დღეს...

1462 : ვლად დრაკულა (სურათზე) ღამით, ჩუმად მეჰმედ II–ს ესხმის თავს, რის გამოც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა ვლახეთიდან დაეხია.
1940 : მმო : ოპერაცია არიელი — მოკავშირეებმა საფრანგეთის ევაკუაცია დაიწყეს გერმანიის მიერ პარიზის აღების შემდეგ.
1940 : საბჭოთა კავშირმა ბალტიის ქვეყნები — ესტონეთი, ლატვია და ლიტვა დაიპყრო.
1944 : ისლანდია დანიას გამოეყო და რესპუბლიკა გახდა.
1953 : ბერლინში საბჭოთა ჯარებმა ფოლკსპოლიცაის დახმარებით აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყება ჩაახშეს.
1969 : ბორის სპასკიმ ტიგრან პეტროსიანი დაამარცხა და ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
1971 : იაპონია და აშშ ხელს აწერენ ოკინავას დაბრუნების შეთანხმებას, რომლითაც აშშ ოკინავაზე კონტროლს თმობს.
1992 : შეიარაღების შემცირებაზე ურთიერთგაგების შეთანხმებას მოაწერეს ხელი ჯორჯ ბუშმა და ბორის ელცინმა (START II).
1994 : ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო აშშ-ში.
2010 : აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის შეჯიბრის ფინალში ლოს ანჯელეს ლეიკერსმა დაამარცხა ბოსტონ სელტიკსი და ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

17 ივნისი — ამ დღეს... - 542176964864

Комментарии

Комментариев нет.