ფარდა

დილა გათენდა ქარის თანხლებით
და ფანჯარასთან ფარდა ფრიალებს.
ფიქრებში ყოფნა-გადასახლებით
გავცქერ მთაწმინდას. იქით თრიალეთს
.გარეთ მიიწევს ფარდა ფრიალით,
თითქოს , სახლიდან გასვლა სწადია.
სახლი ქალია თავსაფრიანი,
ეს მერამდენე წელიწადია.
სახეს ბოლომდე მაინც არ აჩენს.
იტაცებს ქარი . ფრიალებს ფარდა.
ვერსად წაუვა ბედის განაჩენს.-
რაფასთან ყოფნა მან შეუფარდა.
არის ამაში რაღაც გროტესკი.
ქარში ყოველთვის ასე თავდება.-
მოწყდა ფნჯარას , ნიშნად პროტესტის
და თვითმკვლელობა მინამ გაბედა.
ალეკო ჩინჩალაძე . 05. 07 . 16 .

ფარდა - 836066252801

Комментарии

Комментариев нет.